პოლიტიკა

ბოლო სამ წელიწადში ენერგეტიკაში 521,658 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

ბოლო სამ წელიწადში ენერგეტიკაში 521,658 მილიონი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

ვიცე -პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში,  საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების, ასევე 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მოხსენება გააკეთა. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი იქნა ასევე, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის, თანაინვესტირების ფონდის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საბანკო სექტორის, საქართველოში მოქმედი ინვესტორი ...

Read More »
ილია ელოშვილი: სადაც ინვესტორებს პრობლემა გაუჩნდებათ ყოველთვის მათ გვერდით ვართ

ილია ელოშვილი: სადაც ინვესტორებს პრობლემა გაუჩნდებათ ყოველთვის მათ გვერდით ვართ

ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან ენერგეტიკის სამინისტრომ, FDI -სთან დაკავშირებით მითი სამუდამოდ უნდა გავფანტოთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია “კოკა კოლის’’ გაყიდვები არ არის. შეხედავ და იტყვი, თუ კარგი მარკეტინგია, ესე იგი, ჭრილში გაიზარდა, თუ არა და – შემცირდა. გთხოვთ დაგვისახელოთ ძირითადი ფაქტორები, რითაც როგორც ხელისუფლება დარგის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობთ? არის სამი ძირითადი ფაქტორი, თუ რით ვუწყობთ ხელს ენერგეტიკის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ...

Read More »
ილია ელოშვილი გაზპრომზე: ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას

ილია ელოშვილი გაზპრომზე: ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას

“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას”, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ელოშვილმა “გაზპრომის” თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით კონკრეტული შედეგი მიღწეული ჯერ-ჯერობით არ არის. “ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას. ზამთარი-შემოდგომის პერიოდში 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ “ინტერ რაოსგან”, – ეს იგივე რუსული დენია, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ, ისე რომ მათზე ენერგოდამოკიდებულები არ გავხდეთ.”გაზპრომთან” დაკავშირებით რაიმე ტიპის კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით არ ...

Read More »
ლევან კალანდაძე: ჰიდრო ობიექტების აშენება მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი უნდა გახდეს

ლევან კალანდაძე: ჰიდრო ობიექტების აშენება მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი უნდა გახდეს

ეკონომისტი თვლის, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ სავალუტო შემოსავლები მიიღოს, არამედ მნიშვნელოვანწილად გაიუმჯობესოს საგადამხდელო ბალანსი. ელექტროენერგიის წარმოებისა და მისი ექსპორტის თვალსაზრისით  საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ქვეყანაში 27 000 მდინარეა და ამ მათზე ჰიდრო ობიექტების აშენება ქვეყნის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი უნდა გახდეს– განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ. „საქართველოს მდებარეობა, ევროპასთან სიახლოვე და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობა კიდევ უფრო ამარტივებს ...

Read More »
ენერგორესურსების დივერსიფიკაცია ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხეს აგვაცილებს

ენერგორესურსების დივერსიფიკაცია ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხეს აგვაცილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. ფორუმი – „ახალი აბრეშუმის გზა: ევრაზიის გულიდან ევროპის გულამდე. 21-ე საუკუნის ტრანსპორტირებისა და ენერგორესურსების პერსპექტივა“ ენერგოუსაფრთხოებისა და ახალი აბრეშუმის გზის საკითხებს განხილვას მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას საქართველოს, როგორც ენერგოდერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტაბილური და უსაფრთხო ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო: სახელმწიფო ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს, გაზპრომისგან არ შეიძენს

ენერგეტიკის სამინისტრო: სახელმწიფო ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს, გაზპრომისგან არ შეიძენს

სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია “ქართული ოცნება” – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის მოდგილე თამარ კორძაიასთვის გაგზავნილ წერილში. თამარ კორაძაიამ ენერგეტიკის მინისტრს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა, რომელიც საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების, “გაზპრომთან” მოლაპარაკებებისა და ზოგადად, გაზის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. როგორც უწყების წერილშია აღნიშნული, კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერს დღეს შეხვდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახა კალაძისა და ალექსეი მილერის მორიგი სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.  

Read More »
კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა , რომელიც არ იზიარებს “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში შემცირებულია. “ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, თუ რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ანკარამ შესაძლოა ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვას, იმ ფონზე, როცა ორმხრივი ურთიერთობები გაუარესების გზაზეა, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. 5 დეკემბერს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ერდოანმა თქვა, „სხვა მომწოდებლების პოვნა შესაძლებელიაო“. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ყატარი და აზერბაიჯანი. ერდოანი ამ კვირაში ესტუმრა ყატარს, სადაც მიაღწია შეთანხმებას გათხიერებული ბუნებრივი აირის ...

Read More »
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. „გაერთიანებაში მოლაპარაკებების წარმართვა მნიშვნელოვანი საკითხია. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტია. ხელშეკრულებაში გვაქვს ოფცია წევრობის თვალსაზრისით 2016 წლის სექტემბრისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულება სწორედ ოფიციალურად დადგენილი ბოლო ვადის ფარგლებში განხორციელდეს. პროცესში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. კონსტრუქციული პოზიციები ორივე მხარის ...

Read More »