პოლიტიკა

საქართველომ სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გემს უარი ეთქვა ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ოფიციალური პირის ცნობით, ლიდერებმა გადაწყიტეს, რომ საკუთარ გუნდებს დაავალებენ, იპოვონ გზა რუსული ნავთობის ფასის დასაწევად, რაც რუსეთს შემოსავლის წყაროს წაართმევს. „მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვფიტოთ რუსეთი, რათა პუტინს ამოვუწუროთ ნაღდი ფულის მიღების წყარო და დავწიოთ რუსული ნავთობის ფასი, რომ შევამციროთ პუტინის ომის გავლენა“, ...

Read More »

ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკება მალე განახლდება

ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე მალე განახლდება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში. რაც მნიშვნელოვანია ირანისთვის, არის ის, რომ სრულად მიიღოს 2015 წლის შეთანხმების ეკონომიკური სარგებელი“, – აღნიშნა ამირაბდოლაჰიანმა და დაამატა, რომ ...

Read More »

Bloomberg – დასავლეთმა ომის ეკონომიკა უნდა გამოაცხადოს

დასავლეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის კონფლიქტის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ევროპული ბოიკოტი რუსეთის ნახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამის ნაცვლად, ეს შეიძლება იყოს პუტინის მიერ გაზის ემბარგო ევროპაში. ეს დაახლოებით იგივეა. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ზოგიერთი მათგანი – განსაკუთრებით გერმანია და ავსტრია – წლების განმავლობაში უარყოფდნენ. ისეთი ამორალური დესპოტის თვალში, როგორიც პუტინია, ყველაფერი ომის იარაღია. ეს ...

Read More »

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ენერგორესურესების დაზოგვის მიზნით შხაპის მიღების ხანგრძლივობა შევამცირე

ასეთი განცხადება გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა „შპიგელთან” ინტერვიუს დროს გააკეთა რობერტ ჰაბეკი. გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერ ჰაბეკმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა მოწოდება რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო ენერგორესირსების დაზოგვის აუცილებლობის შესახებ. „შპიგელის” კითხვაზე, როგორ ზოგავს თავად ენერგორესურსებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჰაბეკმა უპასუხა, რომ იცავს სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის მიცემულ რჩევებს. „მე მივყვები იმას, რის რეკომენდაციასაც ჩემი სამინისტრო გაძლევთ. ...

Read More »

ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ირანში ჩავიდა. ბორელის ვიზიტი, რომელიც 24-25 ივნისს გაგრძელდება, თეირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაეთმობა. ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდება. თეირანში აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ირანისთვის სანქციების რეჟიმის შემსუბუქება იქნება. მარტის ბოლოს ბირთვული ხელშეკრულების მხარეები ვენის მოლაპარაკებების დროს მიღწეულს პროგრესზე საუბრობდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური ...

Read More »

სერგეი ლავროვი ბირთვული შეთანხმების პერსპექტივის განსახილველად ირანში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ირანს ესტუმრა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი თეირანში ბირთვული შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავს. მოგეხსენებათ, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენასა და მოლაპარაკებების გაგრძელებას ქვეყნები უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობენ. ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ წარმოთქმული სიტყვის დროს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლოდან აკვირდება დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას. ამის ფონზე კი ...

Read More »

შოლცი: ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად ძალისხმევა უნდა გაზარდოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოს. “ჩვენ, ყველა ერთად ძალიან, ძალიან კარგად მოვემზადეთ რთლი გამოწვევისთვის, რომელიც რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტს უკავშირდება. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა დავაჩქაროთ – რა თქმა უნდა ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ”. – თქვა შოლცმა. შოლცის თქმით, ბლოკმა რუსულ ქვანახშირსა და ნავთობზე სანქციები ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა განახლებული PPA-ით გაგრძელდება

მთავრობა ჰესების სახელმწიფოს მონაწილეობით მშენებლობას გეგმავს, რათა ის მხოლოდ კერძო ინვესტორის არ იყოს — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა აპირებს ე.წ PPA ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით უკვე 5 წელია მორატორიუმია გამოცხადებული. „ენერგეტიკის განვითარება  მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან. 2 თვის წინ დავაანონსე, რომ გვინდა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა ...

Read More »

დუმაში მიიღეს კანონი, რომელიც უცხოური კომპანიებისთვის რუსეთის წიაღისეულის დამუშავებას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს წიაღისეული რესურსების განვითარების ლიცენზიების გაცემას უცხოური კომპანიებისთვის. სამუშაოს გასაგრძელებლად მათ მოუწევთ შექმნან იურიდიული პირები რუსეთის ფედერაციაში და მათ გადასცენ წიაღისეულის ნაკვეთების გამოყენების უფლება. მოქმედი კანონმდებლობით, წიაღის მომხმარებლებად შეიძლება იყვნენ ბიზნეს სუბიექტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები შეიძლება იყვნენ ფედერალური მნიშვნელობის წიაღისეული ნაკვეთების მომხმარებლები (კონტინენტური შელფისა ...

Read More »