გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ენერგორესურესების დაზოგვის მიზნით შხაპის მიღების ხანგრძლივობა შევამცირე

ასეთი განცხადება გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა „შპიგელთან” ინტერვიუს დროს გააკეთა რობერტ ჰაბეკი.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერ ჰაბეკმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთა მოწოდება რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო ენერგორესირსების დაზოგვის აუცილებლობის შესახებ.

„შპიგელის” კითხვაზე, როგორ ზოგავს თავად ენერგორესურსებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჰაბეკმა უპასუხა, რომ იცავს სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის მიცემულ რჩევებს.

„მე მივყვები იმას, რის რეკომენდაციასაც ჩემი სამინისტრო გაძლევთ. მე საგრძნობლად შევამცირე შხაპის მიღების ხანგრძლივობა“, „ცხოვრებაში არ მიმიღია ხუთწუთიანი შხაპი. სწრაფად ვიღებ შხაპს”, – უპასუხა „შპიგელს” გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply