პოლიტიკა

გერმანიის ვიცე-კანცლერი: პუტინი გაზს, როგორც გავლენის ბერკეტს კარგავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში გაზის გავლენის ბერკეტი დაკარგა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. “გერმანიის პრობლემა, ან თუნდაც ცენტრალური ევროპის პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი კვერცხების ნახევარი პუტინის კალათაში იყო. და მან გაანადგურა ისინი”, – თქვა პოლიტიკოსმა. მან აღიარა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ბერლინი დაუცველ მომენტში გამოიჭირა, რადგან გერმანია ზედმეტად ...

Read More »

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი. ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ...

Read More »

შოლცის საახალწლო გამოსვლა: გერმანიამ რუსეთს შანტაჟის უფლება არ მისცა, როცა გაზზე წვდომა შეუწყვიტა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო. მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“. „ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი. „გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა. „პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. „ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის ...

Read More »

კლიჩკო: უკრაინელები ფიქრობენ, რომ გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება

“რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ განსაკუთრებით ახლა, შობის დღესასწაულზე, ახალ წელს. რუსები მიზნად ისახავენ, რომ შავ დროში გადაგვაგდონ, უშუქოდ, გათბობის გარეშე. მაგრამ უკრაინელი ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება.” განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

Read More »

აშშ-მა იაპონიას რუსული ნავთობის ყიდვის უფლება მისცა

იაპონია მაისის შემდეგ პირველად განახორციელებს რუსული ნავთობის იმპორტს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება იმპორტიორებს საწვავის მარაგის შევსებისკენ მოუწოდებს. გემების გადაადგილების სათვალთვალო სისტემის მონაცემების თანახმად, „Sakhalin2″-ზე ნავთობით დატვირთული ტანკერი „Aframax” ახლა  იაპონიაში მიემართება. ამ მიწოდების მომხმარებელია იაპონური კომპანია Taiyo Oil. ტვირთი კიკუმესა და ნამიკატას ტერმინალებზე განიტვირთება. ეს ...

Read More »

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენმა 2022 წელი შეაჯამა

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა შეაჯამა საქმიანობის შედეგად გატარებული ღონისძიებების 2022 წლის შუალედური მონაცემების სტატისტიკა. მიმდინარე წელს დამცველის სამსახურში საქმისწარმოება დაიწყო 1488 მოქალაქის წერილობითი განცხადების/საჩივრის საფუძველზე. დავებს შორის აგრეთვე არის ენერგოომბუდსმენის ინიცირებული საკითხები, რომლებზეც შედგა შესაბამისი ოქმი. სექტორების მიხედვით მომართვიანობა გადანაწილდა შემდეგნაირად: ელექტროენერგია – 942 განცხადება; წყალმომარაგება – 393 განცხადება; ბუნებრივი გაზი -153 განცხადება. დამცველის სამსახურის მიერ ენერგოკომპანიებში გაიგზავნა 1601 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე ...

Read More »

აშშ-ის წარგზავნილი ირანში: ბირთვული შეთანხმება არ მომკვდარა, მაგრამ თეირანი ჩანს, შეთანხმებისთვის არ არის მზად

აშშ-ის წარგზავნილმა ირანში რობერტ მალიმ განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მიღწეული მორიგება არ მომკვდარა, მაგრამ ვაშინგტონი სკეპტიკურადაა განწყობილი, „არის თუ არა მზად და შეუძლია თუ არა“ ირანს შეთანხმების მიღწევა მას მერე, რაც უარი თქვა მორიგებაზე და შემდეგ მოსკოვს დაუჭირა მხარი უკრაინასთან ომში. რობერტ მალიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 22 დეკემბერს უთხრა, რომ სექტემბერში მოლაპარაკებამ ...

Read More »