პოზიცია

“დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების საქმეში”

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “უამრავი აქცია გვინახავს, უამრავი შეძახილი მოგვისმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად მახსენდება. რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის მხრიდან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის უკან შეიძლება იდგეს რუსეთი, რომელიც პერმანენტულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Read More »

“ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ კონკრეტული რუსული ინტერესი დგას”

მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ნამახვანის პროტესტის შესახებ გადაცემა “კომენტარში” საუბრობს: “ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ, იქ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინტერესები დგას. ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მემგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ. იქ არ არის მხოლოდ ნამახვანზე ლაპარაკი, მაგალითად. ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამახვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული. არც ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ენერგეტიკა ეკონომიკის უპირველესი დარგია და აქ დაშვებული შეცდომები აზარალებს მთელ ქვეყანას“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადავადებას რეფორმის ჩავარდნად მიიჩნევს. აფბამ ამის შესახებ ახლახანს სპეციალური განცხადება გააკეთა და ბირჟის ვერამოქმედების მიზეზებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აფბას განცხადების შემდეგ ბირჟის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბირჟა მართლაც ვერ ამოქმედდება 2020 წლის 1 ივლისს და რომ ეს პროცესი 6 თვით გადაიდო. ირინა მილორავამ ...

Read More »

დევი კანდელაკი: ენერგეტიკის რეფორმას დადებითად ვაფასებ, მთავარია, არ ვიჩქაროთ, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი

“ენერგეტიკული ბირჟა, დღიური ბაზარი – ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დადებითი იქნება”, – ამის შესახებ კომპანია ,,თელასის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, დევი კანდელაკმა ენერგეტიკის რეფორმაზე საუბრისას ,,კვირას” განუცხადა. კანდელაკი რეფორმას დადებითად აფასებს. ,,ენერგეტიკის რეფორმას დადებითად ვაფასებ, მთავარია, არ ვიჩქაროთ, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი. ყველაფერი ორგანიზებული ჯობს არაორგანიზებულს. ევროპისკენ მივდივართ. ის წესები, თუნდაც ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, რაც ევროპულ ბაზარზეა, ჩვენთვისაც მისაღები იქნება. თუმცა, ჩვენ არ ვართ ევროპის ცენტრში, ...

Read More »

რას გულისხმობს ენერგეტიკის ახალი რეფორმა?

“ენერგეტიკის რეფორმა რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს დავემსგავსოთ“, – ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ენერგეტიკის რეფორმაზე საუბრისას ,,კვირას” განუცხადა. მისი თქმით, რეფორმის მიხედვით, ,,თელასი” და ,,ენერგოპრო” გაიყოფა და ცალკე კომპანია შეიქმნება, რომელიც საზოგადოებას ელექტროენერგიას მიაწვდის. ,,ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ბევრ სხვადასხვა ნაწილს მოიცავს, ერთ-ერთია ბირჟის ჩამოყალიბება. თვითონ ენერგეტიკის რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის ენერგეტიკულ ...

Read More »

აფბა: „პირველი შედეგი მიღწეულია – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი საპარლამენტო მოსმენას დასთანხმდა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიესალმება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) გენერალური დირექტორის, ქალბატონ ირინა მილორავას დადებით გამოხმაურებას, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დადგენისათვის საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ველით, ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის დათქმულ ვადაში ვერ დაწყების მიზეზების გარკვევის მიზნით, საპარლამენტო განხილვის ჩანიშვნას. პირველი შედეგი, მიგვაჩნია, ...

Read More »

,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, სხვა ქვენყნებში წლები მუშაობდენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად”

ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, როცა გაჩნდება კონკურენცია, საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკის რეფორმის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაც და ენერგეტიკის რეფორმაც პროცესია, რომელსაც დაკვირვება და სიფრთხილით მოქმედება სჭირდება. ,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, თუ სიფრთხილით წავლენ, კარგი იქნება, სხვა ქვენყნებში წლები მუშაბოენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად. ...

Read More »

ირინა მილორავა: მზად ვარ გაიმართოს საპარლამენტო მოსმენა, თუ რატომ გადავადდა 6 თვით ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზე საუბარიც ბოლო 1 წელია აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ 6 თვით გადავადდება. რეფორმის განხორციელება, რომ დათქმულ ვადებში ვერ ესწრებოდა, ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა და ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენაც მოითხოვა. აფბას განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში ...

Read More »

ფრიდონ ინჯია: თუ „ენერგეტიკულ ბირჟასთან“ დაკავშირებულ საკითხებს პარლამენტი განიხილავს, მხოლოდ მივესალმები

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” ამოქმედება დათქმულ ვადებში ვერ ხერხდება და გაურკვეველი დროით გადაიდება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ხელისუფლებას მიმართა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ფრიდონ ინჯიამ უპასუხა. – ბატონო ფრიდონ, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ...

Read More »