ინფრასტრუქტურა

საქართველოს პორტები – რა რესურსი გაგვაჩნია ამ მიმართულებით

საქართველოს პორტები – რა რესურსი გაგვაჩნია ამ მიმართულებით

ბათუმის საზღვაო ნავსადგური 2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 5,7 მლნ ტონა. 2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა – 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი – 6,1 მეტრი) საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა – 100 000 TEU  წელიწადში. სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა – 180 000 მგზავრი წელიწადში. 2008 წლის თებერვალში სს “ყაზტრანსოილის” შვილობილმა კომპანიამ – შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის ...

Read More »
ანაკლიის პორტის ირგვლივ სკანდალი მწიფდება

ანაკლიის პორტის ირგვლივ სკანდალი მწიფდება

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია უმსხვილესი ჩინური კონსორციუმისთვის “ფაუერ ჩაინასთვის”. “რეზონანსთან” ინტერვიუში “ანაკლია პორტი და ინდუსტრიულ ეკო პარკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ქარჩავა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო პირობებს არ შეცვლის, მისი კონსორციუმისთვის ამ პროექტში მონაწილეობა მიუღებელი იქნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინვესტორი რჩება – “თიბისი ჯგუფი” ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფთან” ერთად. კონკრეტულად რა საკითხზე ...

Read More »
შუახევიჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰიდრო-ენერგო პროექტი მსოფლიოში

შუახევიჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰიდრო-ენერგო პროექტი მსოფლიოში

შუახევიჰესის მშენებლობის პროექტის  ოპერირების დირექტორად  ნარეშ თელგუ დაინიშნა.  მას აქვს  18 წლიანი გამოცდილება  საერთაშორისო   ჰიდროენერგო პროექტების განხორციელების  მიმართულებით: პროექტების განვითარება, ტექნიკური მომსახურება, გადაცემა და გავრცელება, ბიზნესის განვითარება. ნარეშ თელგუს ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭა ელექტრო ინჟინერიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ბატონო ნარეშ, შუახევიჰესის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის, რა ეტაპზეა მშენებლობა და როგორ მიმდინარეობს პროექტი? შუახევიჰესის მშენებლობის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მაგისტრალზე ლოკომოტივებს მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლიათ

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოები გრძელდება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე, თურქეთის საზღვრამდე რკინიგზის ზედა ყრილის დაგების სამუშაოები დასრულდა, დიზელის ლოკომოტივებს გზის გასწვრივ მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლიათ. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ ჯავიდ ყურბანოვმა თურქეთში, თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს. თავის მხრივ, თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზის თურქულ მონაკვეთზე სამუშაოების 80% დასრულებულია. მისი ...

Read More »
SOCAR–ი საქართველოში გაზის ტერმინალის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს

SOCAR–ი საქართველოში გაზის ტერმინალის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს

SOCAR–ი უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს შავიზღვისპირეთში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ტენეარხ ANS–სთვის მიცემულ ინტერვიუში SOCAR–ის ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის მომხმარებელი ქვეყნები ექსპორტიორების სიახლოვეს მდებარეობენ. „ამასთან, რეგიონში არ არის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებელი, ტერმინალი კი იმისთვისაა საჭირო, რომ დიდი მოცულობები შეინახოს. ამ მიზეზით ახლა ინვესტიციების ტერმინალში ჩადება არაპრაქტიკული იქნებოდა. SOCAR–ს ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა”  ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განვითარებისთვის ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება“. პროექტის ღირებულება 730 მილიონი დოლარია, პროექტი განთავსებულია წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” განმარტავს, რომ პროექტი პასუხობს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და  ემსახურება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. მთავარი მიზანი ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, რიონის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი ჩქაროსნული გზა

პრემიერმინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის საქმიანობის შეფასებისას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან, 6 წლის თავზე 68 კილომეტრი გზა დაიგო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე კი 96 კილომეტრი გზაა დაგებული. „მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზების, ხიდების, საწარმოების და საცხოვრებელი სახლების აღდგანა და მშენებლობა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კილომეტრი გზა. ...

Read More »
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი სამშენებლო მოედნად იქცა. ესტაკადის მშენებლობას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული “კავკასუს როუდ პროჯექტი” შეასრულებს, რისთვისაც კომპანია ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონ ლარს მიიღებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ვიდრე კომპანია ესტაკადის მშენებლობას დაიწყებს, არსებული გზის ნაგებობები უნდა დაშალოს, მათ შორის სპეციალური სანგრევი ჩაქუჩებით, რის გამოც პუშკინის ...

Read More »
აბრეშუმის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა! ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა

აბრეშუმის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა! ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა

თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითიც “აბრეშუმის რკინიგზა” ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური მატარებელს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ “აბრეშუმის გზის” პროექტი საქართველოში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის. მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით ...

Read More »
დავით ნარმანია: მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება

დავით ნარმანია: 2016 წელს ლილოს ნაგავსაყრელის ადგილას გაზშემკრები სისტემა გაკეთდება

მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც მერმა აღნიშნა, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით მომავალი წლიდან თბილისში ორი პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი არის ლილოს პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის ...

Read More »