შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. თეა ახვლედიანმა „ენგურჰესის“ კაშხალი მოინახულა და ადგილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა „ენგურჰესის“ იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც მას გააჩნია მთელი ქვეყნის, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებისა და ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისათვის. „საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა ...
Read More »