ინფრასტრუქტურა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია – ლიუდმილა დენისოვა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის რადის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია და არსებობს რადიაციის გაჟონვის რისკი. „უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის სამხედროთა მოქმედებები ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. გუშინ მტრის ცეცხლის გამო დაზიანდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მაღალვოლტიანი ხაზი… ხაზის რემონტი შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანების ზონაში გრძელდება აქტიური სამხედრო მოქმედებები… არსებობს დენის მიწოდების სრული შეწყვეტის საფრთხე. თუკი ...

Read More »

“თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავთ, უნდა გაარღვიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ რადიაციულ ავარიას გამოიწვევთ”

რუსი დამპყრობლები სამხედრო ბაზებად ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს  იყენებენ, – ამის შესახებ „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა პეტრ კოტინმა განაცხადა. „მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ექვსი ენერგეტიკული ერთეული და ძალიან ბევრი ბირთვული მასალა. თითოეულ რეაქტორში ბირთვი სრულად არის დატვირთული საწვავით. ღმერთმა იცის, რას მოიმოქმედებენ ამ მასალასთან დამპყრობლები. თუ ისინი ყველაფერს დღევანდელ ფორმაში დატოვებენ, ცუდი არაფერი მოხდება. ისინი ჯერ არ ერევიან ჩვენი პერსონალის მუშაობაში“, ...

Read More »

Anonymous-მა რუსეთის ატომური ენერგიის კორპორაციის საიტი გატეხა

Anonymous-მა რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაციის  Rosatom-ის საიტი გატეხა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. „Anonymous-მა გატეხა Rosatom-ის ვებსაიტი და იწყება გიგაბაიტიანი მონაცემების გაჟონვა“, – ნათქვამია მოხსენებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ კომპანიის ვებგვერდი გატეხეს და ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების მუშაობასთან. ჰაკერები განმარტავენ, რომ ისინი არასოდეს შეუქმნიან საფრთხეს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. Taiwan News- ის ცნობით , ჰაკერებმა Rosatom-ის ...

Read More »

უკრაინის გავლით ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი რუსული გაზი მიეწოდება

უკრაინის სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ქვეყნის გავლით რუსეთიდან ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი მიეწოდება (40 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც “გაზპრომის”, ისე უკრინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული მონაცემებით დასტურდება, რომ დღიური ნომინაციები დაახლოებით 109,4 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

ჩერნიგოვოში დაბომბვის შედეგად გაზის მიწისქვეშა საცავი დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე „ოლიშევსკის“ გაზის მიწისქვეშა საცავი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნავტოგაზ უკრაინა” ავრცელებს. “ჭურვი გაზის მიწისქვეშა საცავის ტერიტორიაზე არსებულ შენობას მოხვდა. დაზიანებულია სატუმბი სადგური, რომელიც გაზის შემგროვებელ პუნქტს მეთანოლს აწვდის. თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის. ობიექტზე გაგრძელდება დაგეგმილი პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინაში გაზის სულ 12 მიწისქვეშა საცავია, რომელთა საერთო მოცულობა 30 მილიარდ კუბურ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. „უკრაინამ აცნობა მაგატეს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სწავლობენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ევროპის უმსხვილეს ...

Read More »

რა განსხვავებაა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურებს შორის

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობისთვის, ეს ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ზაპორჟიეზე ხანძარი ძირითადად საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა, რაც ნიშნავს, რომ კატასტროფის ალბათობა, როგორც ეს 1986 წელს ჩერნობილში მოხდა, მცირეა. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რა მსგავსება და განსხვავებებია ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ სადგურებს შორის და რამდენად სახიფათოა ...

Read More »

„ჩერნობილის დატყვევებული თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, დავალებებს ვერ ასრულებენ“

ჩერნობილი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, გარკვეულ დავალებებს ვერ ასრულებენ, – ამის შესახებ გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დატყვევებული თანამშრომლები თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს. მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა. გარდა ამისა, ატომურ ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს, – ამის შესახებ „ენერგოტომის“ პრესსამსახური იტყობინება. კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილზე მოხდა. აფეთქების დროს სადგურის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს. „ფაშისტმა სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე სასწავლო ცენტრისა და No1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან. ისინი აპირებენ გააგრძელონ აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებების შედეგად პერსონალმა სამსახური დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეიცვალა ...

Read More »
ისტორიული მოვლენა ქართულ ენერგეტიკაში

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და ქალაქ სლავუტიჩს ელექტროენერგიით ამარაგებს, საოკუპაციო ძალებმა ისევ დააზიანეს, – ინფორმაციას უკრაინის გადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ ავრცელებს. ამ კომპანიის გუნდმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ცოტა ხნის წინ შეაკეთა, რითაც სადგურ დენის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგინეს. „ვიდრე ელექტრომომარაგება სრულად აღდგებოდა, საოკუპაციო ძალებმა ის კვლავ დააზიანა. ჩვენი სარემონტო ეკიპაჟი კვლავ უნდა გაემართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან, რათა აღმოაჩინოს და გამოასწოროს ახალი დაზიანებები. „უკრენერგო“ ...

Read More »