ინფრასტრუქტურა

იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

უკრაინა და აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავენ

უკრაინა და აშშ უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობისთვის საპილოტე პროექტს იწყებენ. შესაბამის შეთანხმებას აშშ-შიმიაღწიეს. „როდესაც რუსი ბარბაროსები აწარმოებენ უსამართლო ომს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინა მუშაობს არამხოლოდ თავდაცვასა და სწრაფ აღდგენაზე, არამედ უკვე გეგმავს ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის აშენებას. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში ...

Read More »

უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა 203 მლნ დოლარად შეაფასა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით 203 მლნ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი მონაცემებით, თბოელექტროსადგურების გენერაციისა და ელექტრო გამანაწილებლების აღდგენას 7,5 მლრდ გრივნა (203 მლნ დოლარი) დასჭირდება. „ეს სამუშაოები მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს. 68 მლნ დოლარი დასჭირდება დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენას, ხოლო 135 მლნ დოლარი გამანაწილებელი სისტემების გამართვას“ – განაცხადა ...

Read More »

ნიდერლანდები უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს ენერგომომარაგების სისტემის აღსადგენად. ამის შესახებ Twitter-ზე 11 ნოემბერს ნიდერლანდების შიდა ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა ლიშე შრეინმახერმა განაცხადა. “უკრაინა ემზადება მკაცრი ზამთრისთვის. მისი ენერგომომარაგების სისტემების ნახევარი განადგურებულია. უახლოეს თვეებში უკრაინელებს მძიმე პირობები ელით. ნიდერლანდები დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს (სულ 180 მილიონი ევრო) ენერგომომარაგებისა და საცხოვრებლის ზამთარში დასახმარებლად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს ...

Read More »

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადგინა ხარკოვის კვლევით-ბირთვული ობიექტის დაზიანება, რადიაციული გაჟონვა არ მომხდარა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, მან შემოწმებისას დაადგინა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ ხარკოვში მდებარე ბირთვული კვლევის ობიექტი დაზიანდა, დაბომბვის შედეგად ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის დროს, თუმცა აღნიშნა, რომ რადიაციის გაჟონვის ან ბირთვული მასალის გადაადგილების რაიმე ნიშანი არ აღმოუჩენია. გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ინსპექცია ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 8-10 ნოემბერს განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეგიონი მძიმედ დაიბომბა რუსეთის ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება – დივერსიფიკაციის “საგზაო რუკა”

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა მომავალი წლიდან გაიზრდება, ყაზახეთმა მილსადენით მილიონ ნახევარი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება უკვე გააფორმა. ყაზახეთის პრემიერის თქმით, მუშავდება მისი შემდგომი, დაახლოებით ექვს მილიონ ნახევარ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობაც. ყაზახეთი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სპეციალური „საგზაო რუკის“ შექმნაზეც აცხადებს – ეს არის ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება აქტაუს პორტით ბაქოს პორტამდე, იქიდან კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მიმართულებით, სადაც, ყაზახეთი საპორტო ტერმინალს ფლობს.

Read More »

„საგზაო რუკა“ უკვე არსებობს – ყაზახეთი 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადაზიდავს

ყაზახეთმა 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება გააფორმა, რაც, ასევე, 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივას ითვალისწინებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რასაც „ინეტრფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 1,5 მილიონ ტონა ნავთობის გადაზიდვას დავიწყებთ. ასევე, მუშავდება მისი შემდგომი გაზრდის შესაძლებლობა 6-6,5 მილიონ ტონამდე,“ – აცხადებს სმაილოვი. მისი თქმით, ექსპორტის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს

მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას. ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ...

Read More »

ოკუპირებულ დონეცკში ელექტროქვესადგურის ტრანსფორმატორებს ცეცხლი გაუჩნდა

დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ იასინოვატაიაში, ელექტროქვესადგურის ტრანსფორმატორებს ცეცხლი გაუჩნდა. რუსი ტერორისტების სამხედრო ნაწილები, სავარაუდოდ ამ ტრანსფორმატორებზე სხედან. ურევია თუ არა ამ ხანძარში უკრაინელების ხელი, ჯერ უცნობია.  

Read More »

2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 22 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა

2022 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა BTC-ის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) საოპერაციო ხარჯებსა და 17 მილიონი დოლარი კაპიტალურ ხარჯებზე. ამის შესახებ BP-ის ანგარიშში ვკითხულობთ. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის ამ მილსადენით გადაიზარდა 524 მილიონ ტონაზე მეტი (3,93 მილიარდი ბარელი) ნედლი ნავთობი, რომელიც ჩაიტვირთა ჯამში 5163 ტანკერზე ჯეიჰანში და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. პირველი ცხრა თვის განმავლობაში, BTC-ით ექსპორტირებულია დაახლოებით ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია – „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება”, – აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი ...

Read More »