ინფრასტრუქტურა

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დღეს დილით რუმა ოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. მისი ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე დაზიანდა ტექნიკა. “მტერი განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

Read More »

“ოკუპანტები ტექნიკას კახოვკის ჰესის ტერიტორიაზე ეზიდებიან”

რუსული ჯარები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურში ეზიდებიან ტექნიკას,– იუწყება ხერსონის რეგიონალური საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი. „ხერსონის რეგიონი. ადგილობრივები იუწყებიან, რომ ორკებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურში 100-ზე მეტი ტექნიკა შეიტანეს. კარიბჭის ნანგრევებით ამოვსებას აპირებენ. საინჟინრო გადაწყვეტა არს ისეთია, მაგრამ დაე, შეიტანონ – HIMARS მზად არის“, – დაწერა ხლანმა. სხვა წყაროებს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთ” მანამდე იტყობინებოდა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ საცეცხლე ...

Read More »

IAEA-ს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, განაცხადეს დიპლომატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 15 სექტემბერს ვენაში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ“. 35-კაციანმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო 26 ხმით, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა, განაცხადეს ...

Read More »

ცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც ახლა ბომბებზე მეტად სწორედ ატომური კატასტროფის ეშინიათ. ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები. მოქალაქეები ჯანდაცვის ცენტრებში მიდიან და იღებენ იოდის აბებს, სამედიცინო ნიღბებს. შეტაკებები და და საოკუპაციო ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმები ბირთვული რეაქტორის მახლობლად კი გრძელდება. თავად ელექტროსადგურის ტერიტორიას კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ადგილზე არიან საერთაშორისო ატომური სააგენტოს ...

Read More »

ლიბიაში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ლიბიის ქალაქ სებჰაში საწვავის ავზი აფეთქდა. აფეთქების შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია უცნობია. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ისევ ცენტრალურ ლიბიაში საწვავით დატვირთულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 დაშავდა. წყარო: pia.ge

Read More »

“მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონირება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის შეფასებით, მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. “ახალ ტექნოლოგიებს სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და მდგრადი გადამცემი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი არტერიაა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სისტემებთან ერთად, მის ეფექტიანობას განსაზღვრავს”, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე. მინისტრის მოადგილის ...

Read More »

უკრაინაში კრივოი როგის რაიონში რუსეთის მიერ კაშხლის დაბომბვის გამო, ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინის კრივოი როგის რაიონში რუსეთის მიერ კაშხლის დაბომბვის გამო, ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, კაშხლის დაბომბვის შედეგად, მდინარე ინგულეცზე წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კაშხალზე იერიში რუსმა სამხედროებმა რვა ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჰიდროტექნიკურ კონსტრუქციებზე სარაკეტო თავდასხმები კრივოი როგის დატბორვის მცდელობაა. კიევში ვარაუდობენ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის კაშხლის დაბომბვით, რუსეთს სურდა სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის თავიდან აცილება.

Read More »

ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება – რაფაელ დე გროსი

ბევრს აფიქრებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დაინტერესებულია, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონა შეიქმნას. გასულ უქმეებზე კონტროლირებად ვითარებაში 6 რეაქტორიდან უკანასკნელიც გამორთეს. ბოლო ცნობებით, ისინი ცდილობენ, შეთანხმდნენ ენერგიის გარე, მთავარი წყაროს აღდგენის საკითხზე. თუმცა, გროსის თქმით, ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი რუსების ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ღამით ეიფელის კოშკის განათების დრო შემცირდება

პარიზის მერი ანა იდალგო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ეიფელის კოშკის განათების დროის შემცირებას მხარს უჭერს. Le Journal du dimanche-ს ინფორმაციით, კოშკის 336 ოქროსფერი „პროჟექტორი“ ღამის 1 საათზე ქრებოდა, მაგრამ არსებული ინიციტივით ის 23:45 საათზე ჩაქრება, ანუ როდესაც ბოლო ვიზიტორები დატოვებენ კოშკს. ეიფელის კოშკის მენეჯმენტმა, კომპანია SETE-მ განმარტა, რომ კოშკის ღამით განათება არის ძეგლის წლიური ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 4%, ხოლო 20,000 LED-ის ციმციმა, რომელიც ანათებს ...

Read More »

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

Read More »