ლიბიის ქალაქ სებჰაში საწვავის ავზი აფეთქდა. აფეთქების შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ისევ ცენტრალურ ლიბიაში საწვავით დატვირთულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 დაშავდა.
წყარო: pia.ge