ინფრასტრუქტურა

„რუსი სამხედროები, რომლებმაც თებერვალში ჩერნობილის ატომური სადგური დაიკავეს, მაღალი რადიაციული რისკის ზონაში დამცავი აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ”

რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონის ტერიტორია დაიკავეს, „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ, რის შედეგადაც რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოიშვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას. სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ...

Read More »

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Kiev Independent ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. “ქალაქ ნიკოპოლთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა. მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის, ქალაქში საფრთხეზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარჩით თავშესაფრებში ჰაერის განგაშის დასრულებამდე”, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენ ევტუშენკო.

Read More »

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ მარიანო გროსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ქვეყნის ბურთული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სასწრაფო ტექნიკური დახმარება გაუწიოს. სააგენტოს განმარტებით, ვიზიტის მთავარი მიზანია ატომურ ობიექტებზე ავარიის რისკის აღკვეთაში დახმარება.

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

“,,ნამახვანის“ პროექტის ყველა კომპონენტი უნდა გადამუშავდეს და სოციალური კომპონენტები მთლიანად შეიცვალოს”

საინვესტიციო კომპანია ,,ენკას“ საქართველოდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ენერგეტიკოსებისთვის მთავარ პრობლემად რჩება საკითხი, როგორ დამუშავდეს პროექტი ისე, რომ ტექნიკური პარამეტრები გასწორდეს და მოსახლეობასთან საერთო ენაც უნდა გამოინახოს, რომ პროტესტი არ გამოიწვიოს. ენერგეტიკოს გია არაბიძის აზრით, პროექტის ყველა კომპონენტი თავიდან არის გადასამუშავებელი. ,,კონკრეტულად საუბარი ჯერჯერობით ძნელია, რა შეიძლება შეიცვალოს. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ  ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის გასაკეთებელი, უნდა შეიცვალოს ტექნიკური მხარეც ...

Read More »

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში ნავთობის ბაზა დაბომბეს

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. როგორც ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. „ორი დარტყმა მოხდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ერთი მოხვდა ნავთობის ბაზას ლვოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში. მეორე სამხედრო თავდაცვით ობიექტს, ქარხანას, რომელიც ასევე საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს“, – განაცხადა კოზიცკიმ. კოზიცკის თქმით, ...

Read More »

Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის ერთ-ერთმა საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანია შვეიცარიაში მდებარეობს. ამის შესახებ ინტერფაქსი გამოცემა Stuttgarter Zeitung-ზე დაყრდნობით იუწყება. „დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გამო კომპანია Nord Stream 2 გაკოტრების პირას არის. მომდევნო რამდენიმე დღეში კომპანია შვეიცარიის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს“ – განაცხადა Nord Stream 2 AG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მატიას ვარნიგმა. 22 თებერვალს გერმანიის ...

Read More »

გოლეთიანი: როცა კარვებს ავიღებთ, გვინდა, აქცია ჩავატაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება

„ჩვენს რეალობაში ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, სახალხო ერთობას და სახალხო გაერთიანებას მსგავსი შედეგისთვის მიეღწიოს”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტას ულოცავს: „გვაქვს გარკვეული გეგმები, როცა ავიღებთ ამ კარვებს, გვინდა, აქცია ჩავატაროთ. დავთქვამთ თარიღს. გვინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე გულით იყო ჩართული ამ პროცესში, მოვიდეს ჩვენთან, ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილში დაიწყება

საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. თითქმის ერთწლიანი სატენდერო პირობების შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აპრილში პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. მანამდე კი გამოვლინდება კომპანია, რომელმაც საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის მომგებიანობა უნდა შეისწავლოს. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურების დასრულების პროცესი მიმდინარეობს. „გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჩაატაროს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 2022 წლის აპრილში ...

Read More »

IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს უკრაინაში, რათა უზრუნველყოს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს. “IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ...

Read More »

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჩერნობილის უნიკალური ლაბორატორიის განადგურებაში, რომელსაც რადიაციული ნარჩენების კონტროლი შეეძლო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს 6 მილიონი ევროს ღირებულების, უახლესი ანალიტიკური ლაბორატორია. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო იუწყება. „რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც რადიონარჩენების როგორც კონდიცირება, ისე განადგურება შეუძლია.“, – აცხადებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაცია

Read More »