ინფრასტრუქტურა

„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება”

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის მიერ, ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილების დამტკიცებას გამოეხმაურა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს ნებართვის გაცემას არაუმეტეს 20 წლის ვადით, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული ...

Read More »
ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ირანში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

ირანში, ილამის პროვინციის ქალაქ დეჰლორანთან, ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 დაშავდა. ამის შესახებ Mehr News-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივი მუშები არიან. მილსადენზე აფეთქების დროს პერსონალი მის “შემოწმებას” ახორციელებდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.

Read More »

SOCAR: კასპიის ზღვაში აფეთქება ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...

Read More »

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა. მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. როგორც მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, კასპიის ზღვაში მომხდარ აფეთქებას აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორთან, ასევე „უმიდის“ პლატფორმასთან კავშირი არ აქვს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქება სეისმური პროცესის შედეგად მოხდა და გეოლოგიური წარმოშობა აქვს. მომხდარ ფაქტს ამჟამად ექსპერტები სწავლობენ. პარალელურად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში (SOCAR) აცხადებენ, რომ კომპანიის ოფშორულ პლატფორმებზე და ...

Read More »

მექსიკის ყურში გაჩენილი წყალქვეშა ხანძარი ლიკვიდირებულია

მექსიკის ნავთობისა და გაზის კომპანია Pemex–ის ოფშორულ მილსადენზე მექსიკის ყურეში ძლიერი წყალქვეშა ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია, განაცხადა კომპანიამ. ”მილსადენის დამაკავშირებელი სარქველების დახურვამ შეაჩერა გაზის გაჟონვა და ხელი შეუწყო წვის შეჩერებას. დაახლოებით დილის 10.45 საათზე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და აღდგა ნორმალური სამუშაო პროცესი, ”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ინციდენტს ადგილი დილის 5.15 საათზე ოფშორულ მილსადენზე ჰქონდა, Ku-Charly ...

Read More »

“თუ ეს პირობები არ შესრულდა, ისევ დაიწყება პროცესების ესკალაცია”

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა facebook ჩართვის დროს განაცხადა: “არანაირი მუშა პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აქ დგას საკმაოდ ბევრი ადამიანი, ეს ყოველდღიური პროცესია. ამ რაოდენობით ადამიანები ყოველ საღამოს იკრიბებიან. ეს არის განმსაზღვრელი, რომ კომპანია ვერ ახერხებს შევიდეს და გააგრძელოს სამუშაო პროცესი, თუმცა, ოფიციალურად, რასაც ვითხოვდით მათგან, რომ მოხდეს თქმა, შეჩერდება ყველანაირი პროცესი ხეობაში, ...

Read More »

გოლეთიანი: ინფორმაცია რომ „ენკა“ სამუშაოებს განაგრძობს სიმართლეს არ შეესაბამება

განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ენკა” სამუშაოებს განაგრძობს და გვირაბი ხვამლის მთამდეა გაჭრილი, ასევე ინფორმაცია, რომ „ენკას”ხეობიდან ქანები თურქეთში გააქვს,სიმართლეს არ შეესაბამება. გოლეთიანის თქმით, ამ დროისთვის ჰესი არ შენდება. „მოვუწოდებთ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

Read More »

გოლეთიანი ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესწავლაზე: ამ პროცესის მიმართ ნდობა ვერ გვექნება

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამხვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად დაგეგმილი თანხის გადახდა ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაა. “არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ არის. აბსოლუტურად არ იწვევს ნდობას იმ ადამიანებისას, ვინც ჩართულია ამ პროცესში. როცა ვხედავთ, რომ თვითონ სახელმწიფო ცდილობს არა ტენდერით, არამედ პირდაპირი შესყიდვით მოიყვანოს ვიღაც კომპანია, რომელიც არ ვიცით, ვინ არის, ჩვენ ამ პროცესის მიმართ ვერანაირი ნდობა ...

Read More »

ნათია თურნავა ხუდონჰესზე: ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს და თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც უნდა გახდეს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ხუდონჰესის პროექტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს. „2011 წელს, შეთანხმება დაიდო ინდურ კომპანია ...

Read More »