ირანში, ილამის პროვინციის ქალაქ დეჰლორანთან, ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივი მუშები არიან. მილსადენზე აფეთქების დროს პერსონალი მის “შემოწმებას” ახორციელებდა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.