ინფრასტრუქტურა

ჩინეთი თურქმენეთისთვის გაზის სამ ჭაბურღილს ააგებს

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა სამი ახალი გაზის ჭაბურღილის მშენებლობის შესახებ განაცხადა. ხსენებული ჭაბურღილების აგება გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოზე იგეგმება, იუწყება თურქმენული პრესა. ჭაბურღილები აშენდება ჩინური კომპანია CNPC Chuanqing Drilling Engineering Company Limited-ის მიერ, მისი მომსახურების გადახდა განხორციელდება სამი წლის განმავლობაში ჩინეთისთვის 17 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ყოველწლიური მიწოდებით, იუწყება გაზეთი “ტრენდი”. სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ თურქმენეთში ჩინეთის საგანგებო ...

Read More »

გერმანულ წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს. პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია. ამ მომენტისთის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა. აშშ-მ ...

Read More »

მექსიკის ყურეში, ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ყურეში მდებარე ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხანძარი კომპანია „პემექსის“ პლატფორმაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მექსიკის ნავთობწარმოება დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბრიგადები პლატფორმაზე ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს ატარებდნენ. დაკარგული მუშების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად პლატფორმაზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია. კომპანია „პემექსში“ აცხადებენ, ...

Read More »

რუსეთთან “ბუშერის” ატომური ელექტროსადგურის დავალიანებას ირანი კვლავაც ვერ ფარავს

“ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის რუსეთისადმი ირანის ვალის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, განაცხადა ირანში რუსეთის ელჩმა ლევონ ძაგარიანმა. “სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა “ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის ირანის დავალიანების საკითხის გადაწყვეტა” – ციტირებს მას “რია ნოვოსტი”. დიპლომატმა განმარტა, რომ თეირანის განცხადებით, ამერიკის სანქციების გამო, ირანის ხელისუფლებას არ აქვს წვდომა უცხოურ ბანკებში, პირველ რიგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებული ანგარიშების თანხებზე. ამავე დროს, მან ...

Read More »

Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანაში წარმოება ოქტომბერში დაიწყება

Tesla იმედს იტოვებს, რომ ბერლინთან ახლოს მდებარე მათ გიგაქარხანაში ელექტრობატარეებისა და მანქანების წარმოება ოქტომბერში დაიწყება, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გიგაქარხნის გახსნა ჯერ კიდევ ივლისში იგეგმებოდა, თუმცა სამართლებრივი და სხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამას გარდა, Tesla-ს ამ რეგიონში გამოჩენას გარემოსდაცვითი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან. „იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი მანქანების გამოსაშვებად ნებართვას მივიღებთ –  ოქტომბერში, ...

Read More »

მთვარის მტვერისაგან ჟანგბადის წარმოებას აპირებენ

ჰოლანდიაში მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული „ჟანგბადის ქარხანა“, რომელსაც შეუძლია მთვარის მტვრისგან ამოიღოს ჟანგბადი. ნედლეულად გამოიყენება მთვარის მტვერის ხელოვნური ანალოგი, რომელიც 40-45% -ით შედგება ჟანგბადიდან. აპოლონის მისიების დროს დედამიწაზე დაბრუნებული მთვარის ქანების ნიმუშებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა იციან, რომ მთვარის ნიადაგი ანუ რეგოლითი შეიცავს დაახლოებით 40-45 პროცენტს ჟანგბადს. მთვარეზე მოპოვებული ჟანგბადი არამარტო ადამიანისთვის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთირება ისე გამოიყენებენ, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია სარაკეტო ...

Read More »

ხანძრის შემდეგ “გაზპრომმა” “იამალ-ევროპის” გაზსადენის დატვირთვა შეამცირა

გაზპრომი აგრძელებს “იამალ-ევროპის” გაზსადენის მეშვეობით გადატუმბული გაზის მოცულობის შემცირებას მას შემდეგ, რაც იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში მდებარე კომპანიის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ფონზე, 5 აგვისტოს გერმანული GTS–ის მილსადენში ბუნებრივი აირის გადატუმბვა მკვეთრად შემცირდა, 1.9-2.1 მილიონი კუბური მეტრი გაზიდან საათში – 1 მილიონამდე. მოგვიანებით, მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 1,5-1,6 მილიონ კუბურ მეტრამდე საათში, ხოლო კვირას დილის 7 საათიდან მომარაგება ისევ შემცირდა 5%-ით, დაახლოებით ...

Read More »

თურქეთში თბოელექტროსადგურთან ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვანახშირის თბოელექტროსადგურთან ღამით გაჩენილი ხანძარი, რის გამოც გასულ საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, ჩააქრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქემერკოის თბოელექტროსადგურზე ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უზრუნველყოფილია. TRT-ს ცნობით, აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებიც გატანილია.  მაშინ, როდესაც ადგილობრივი მერი ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტვიტერის საშუალებით ავრცელებდა, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თბოელექტროსადგურის დაწვის საფრთხეზე A Hbr-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მერის ინფორმაციით, მწირი საჰაერო დახმარება, ფაქტობრივად სადგურის ირგვლივ ცეცხლის ალის ...

Read More »

თურქეთის მთავრობა – ხანძარს თბოელექტროსადგურის მთავარი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია

თურქეთის ტყის ხანძარს კემერკოის თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია. „ობიექტზე განხორციელებული ევაკუაციის შემდგომი პირველადი მოკვლევის თანახმად, თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაზიანებულა,“- წერს კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი „ტვიტერში“. ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც რადენიმე საათის წინ თანამშრომლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის ...

Read More »

თურქეთში ტყის ხანძარმა თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, თანამშრომლები ევაკუირებული არიან

ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დატოვებამდე თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა წყალბადით სავსე ავზები დაცალეს. ”ცეცხლმა კერმეკოის თბოელექტროსადგურში შეაღწია”, – განაცხადა თურქეთის ქალაქ მილასის მერმა მუჰამედ ტოკატმა. მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე წყლის ავზები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. გატანილია ასაფეთქებელი ქიმიკატები და სხვა საშიში მასალა. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, ...

Read More »