ინფრასტრუქტურა

რუსეთის ჯარი უკრაინაში უდიდეს ატომურ სადგურს უახლოვდება

უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში, რადგან რუსული ჯარი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სიტუაციის შესაფასებლად 2 მარტს ვენაში საგანგებო სხდომას მოიწვევს. სააგენტო რამდენიმე დღეა ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ომი ქმნის უფრო ფართო ტრაგედიის რისკს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით. “უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები, განსაკუთრებით ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია ბანკროტად ცხადდება

კომპანია, რომელმაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიამდე, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ბანკროტად გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შვეიცარიაშია რეგისტრირებული და რუსულ სახელმწიფო გიგანტ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მანამდე, 1–ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ ყველა, 140 თანამშრომელი დაითხოვა ...

Read More »

რუსეთში ბენზინგასამართი სადგურები დაჰაკეს

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყო, ჰაკერები გააქტიურდნენ. ჰაკერებმა რუსეთის ფედერაციაში, რუსეთში ბენზინგასამართი სადგურები დაჰაკეს. ტაბლოზე გამოისახა ვალდიმერ პუტის შეურაწმყოფელი სიტყვები(Путин Хуйло). ასევე გამოისახა უკრაინის მხარდაჭერის ამსახველი სიტყვები (Slava Ukrayina, Slava Heroya) მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერული საქმიანობა არალეგალურია და ჰაკერების გამოჩენა მსოფლიო მასშტაბით იკრძალება, დაძაბულობის ფონზე ხალხში ისინი გმირების სახით დამკვიდრდნენ.

Read More »

რუსულმა ძალებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სუ­მის ოლ­ქის ქა­ლაქ ახ­ტირ­კა­ში ნავ­თო­ბის სა­ცა­ვი აა­ფეთ­ქეს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სუ­მის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­ზე დმიტ­რო ჟი­ვიც­კი­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ამას­თან, ჟი­ვიც­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ტექ­ნი­კა სუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ა­ად­გილ­დე­ბა. “მტრის ტექ­ნი­კა ყვე­ლა მხრი­დან მი­ე­მარ­თე­ბა ქა­ლა­ქის­კენ. არის ქუ­ჩის ბრძო­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა! იყა­ვით სახ­ლში უსაფრ­თხო ად­გი­ლას, ფან­ჯრე­ბის­გან მო­შო­რე­ბით“, – მო­უ­წო­და მან მო­სახ­ლე­ო­ბას.

Read More »

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებს, რომ ელექტოსადგური დაიკავეს და ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, აბსოლუტური სიცრუე და სიყალბე უწოდა.

Read More »

რუსმა სამხედროებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს: “2022 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კიევის დროით 01:20 საათისთვის, კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით, ჭურვები მოხვდა კიევის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, მოსახლეობას რადიოაქტიური ობიექტის დაბომბვის გამო საფრთხე ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა – ვასილკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის თქმით, რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Unian წერს. ადგილობრივი მედიის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს: „ხედავთ რაც ხდება, ხედავთ ცეცხლს. სამწუხაროდ, ნავთობის საცავი იწვის“ – ამბობს ქალაქის მერი ნატალია ბალშინოვიჩი. ქალაქი კიევის ოლქს ეკუთვნის. ის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

Read More »

კლიჩკო: კიევის მე-6 თესის სიახლოვეს 5 აფეთქება დაფიქსირდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მე-6 თბოელექტროსადგურის სიახლოვეს 3-5 წუთის ინტერვალში 5 აფეთქება დაფიქსირდა. თესი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და უკრაინაში მსგავსი ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ის უკრაინას, მათ შორის კიევს, ელექტროენერგიით ამარაგებს. კლიჩკოს განცხადებით, დეტალები დგინდება. მანამდე უკრაინის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადადის. რუსეთი კიევის დაკავებას ცდილობს.

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება გამორიცხვის ზონაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და როტაციის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება. „ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული როტაციის საშუალებას არ აძლევენ. სადგურის აღება და იქ ნებისმიერი ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩატარება მეორე ჩერნობილის გამეორების საფრთხითაა სავსე, ...

Read More »

რისთვის დასჭირდა რუსეთს ჩერნობილის ზონა?

24 თებერვალს ჩერნობილის გაუცხოების ზონის დაკავებისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება გაიმართა. უკრაინული მხარის თქმით, ბრძოლის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ელექტროსადგური დაიკავეს, პერსონალი კი დაატყვევეს. “ჩვენი მცველები სწირავენ სიცოცხლეს, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს”, – წერდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. გამოცემა Reuters-მა განმარტა, თუ რატომ სურდათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჩერნობილის რადიოაქტიური ზონის დაკავება: პასუხი გეოგრაფიაა: ჩერნობილი ბელარუსიდან კიევის მიმართულებით უმოკლეს ...

Read More »