ინფრასტრუქტურა

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადაჭარბებს, თუ წყალუხვობა შენარჩუნდება წლის ბოლომდე. 2022 წლის, 12 აგვისტოს მონაცემებით, შუახევიჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ ...

Read More »

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა. 14 კაციან დელეგაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტები კვირის ბოლომდე ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მონიტორინგის მიზნით შევლენ და დაზიანებებსა და რისკებს შეისწავლიან. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტის თვიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. კიევი მსოფლიოს მოსალოდნელი რადიაციული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს და სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას მოითხოვს, ...

Read More »

IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც – ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის დარიგება, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გარშემო დაძაბულობის ფონზე

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება მოსახლეობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ისინი დაიცვას რადიაციით პოტენციური მოწამვლისგან, სადგურზე ავარიის შემთხვევაში. პრეპარატების დარიგება დაიწყო 27 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურის გარშემო ცეცხლის გახსნაში. ერთი დღით ადრე რუსეთმა დაბლოკა გაეროს მნიშვნელოვანი განცხადების მიღება, იმ ფორმულირების გამო, რომლითაც დოკუმენტის პროექტში ზაპოროჟიეს სადგური იყო ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით –  ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. “რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

Read More »

„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელის გავრცელებაზე პროგნოზი გააკეთა

„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელის გავრცელების პროგნოზი მოამზადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. უკრაინული კომპანიის პროგნოზით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეექვსე ენერგობლოკზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს დაფარავს. კომპანიაში ასეთი პროგნოზი 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთეს. როგორც მედია წერს, ვითარება სადგურზე ბოლო რამდენიმე კვირაა, გართულდა დაბომბვისა და უშუალოდ ატომური ობიექტის ტერიტორიაზე რუსული ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება. „ეს დღე დადგა, სარეთაშორისო ატომური სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიესკენ მიემართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მოგვიანებით, ამ კვირაში შედგება“, – წერს რაფაელ გროსი. როგორც ნიუ-იორკ ...

Read More »

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა და პაკშის ბირთვულ ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ბირთვულ სფეროზე. ამასთან უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. „დღეისათვის, პაკშის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც ...

Read More »

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება. “სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და “ყველა ღონეს” ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომი” ავრცელებს.  

Read More »