ინფრასტრუქტურა

ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია, – ამის შესახებ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

Read More »

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი – ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ამბობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია. ალექსანდრ სტარუხმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის

რუსებმა უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე ცეცხლი უკიდია. ატომურ ელექტროსადგურზე შეტევისთვის გამანათებელი ბომბის ჩაგდების ვიდეოს პრეზიდენტი ზელენსკიც ავრცელებს. „მტრის მიერ უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის“ – ორლოვის განცხადებას, რომელიც მან „ტელეგრამის“ საშუალებით გააკეთა, ...

Read More »

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი დაბომბეს

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი იწვის. დღეს დილით, ასტრას კომბინატის ტერიტორიაზე, დაბომბვისას ჭურვი ნავთობის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელი აალდა. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

იტალიური Eni “ცისფერი ნაკადის” პროექტიდან გასვლას გეგმავს

იტალიის Eni “გაზპრომთან” არსებული ერთობლივი საწარმოდან, რომელიც რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელ “ცისფერი ნაკადის” გაზსადენს ფლობს, გასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ANSA, კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. შეგახსენებთ, რომ გაზსადენი “ცისფერი ნაკადი” განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისთვის შავი ზღვის გავლით მისაწოდებლად. აღნიშნული გმილსადენი რუსეთიდან თურქეთში გამავალი დერეფნის ნაწილია, რომელიც გადის უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი ...

Read More »

კრემლი აღიარებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავება “ჯერჯერობით შეუძლებელია”

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია. „ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, – განუცხადა დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს. ევროპაში რუსული გაზსადენის ...

Read More »

ჩერნობილი — ფაქტები მსოფლიოში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფის შესახებ

1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას, უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა იყო. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და სამთავრობო გამოძიების შემდეგ, ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა — განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ჯანმრთელობაზე მასიური რადიაციული გაჟონვის გრძელვადიანი გავლენის შესახებ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით. ...

Read More »

ატომური ელექტროსადგურის უიარაღო თანამშრომლები რუსეთის ჯარს წინ აღუდგნენ

სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სადგურის თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ რუსი სამხედროები, შესაძლოა, თავს დაესხან. სადგური ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული. ვიდეომასალასას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, რომ უარაღო მოქალაქეებს ატომური ელექტროადგურის მისასვლელი ცოცხალი ძალით აქვთ ჩახერგილი. როგორც UNIAN ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე წერს, ქალაქის ბლოკპოსტთან ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეებიც. ქალაქი ენერგოდარი უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ...

Read More »

რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, მძიმე რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არიან

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამეცნიერო და ტექნიკური ცენტრი იუწყება, რომ ჩერნობილის ელექტროსადგურის რუსი დამპყრობლები მძიმე რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „სიტუაციის აბსურდულობას ემატება ისიც, რომ „უცხოპლანეტელებს“ არ ესმით, რომ ისინი თავად არიან ყველაზე მეტად დასხივებულები. მძიმე ტექნიკით დაბინძურებული ნიადაგისა და მტვრის ფენის მოხსნის შემდეგ, მარშრუტების გავლა აკრძალულია. მათმა მოძრაობამ გამოიწვია გამორიცხვის ზონაში რადიაციული მდგომარეობის გაუარესება“, – აცხადებენ ...

Read More »