ენერგოეფექტურობა

რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის რეგიონულ ასამბლეაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) რეგიონული ასამბლეის მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა EU4Environment-ის პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე. რომეო მიქაუტაძემ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკისა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, მწვანე ზრდის ინდიკატორების განვითარება და სხვ. მან დეტალურად ...

Read More »

Tesla 2022 წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

გასულ კვირას გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla მომავალ წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენი მიზანია, გაყიდვები ყოველ წელს გავაორმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ 2022 წელს 80 000 ერთეული ავტომობილი უნდა გავყიდოთ. მომდევნო წელს კი – ორჯერ მეტი“, – ციტირებს ჟურნალი ბერლინის გიგაქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს. ცნობისათვის, ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები საქმიანობის შეჩერებაზე ფიქრობენ

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები ფიქრობენ, თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საკვების მიწოდებას, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. როგორც ფერმერები ამბობენ, გაზის ფასების მატება ყველაზე მეტად ბოსტნეულის მწარმოებელ ფერმერებს აზარალებს. „ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მატება გავლენას მოახდენს ზამთარში, გამთბარ სათბურებში მოსაყვან კულტურებზე, როგორებიცაა პომიდორი, წიწაკა და კიტრი, ასევე, ისეთ კულტურებზე, ...

Read More »

GlobalX-მა Eviation-თან 50 ელექტრო თვითმფრინავის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება

GlobalX-მა ხელი მოაწერა წერილს (LOI), რათა შეუკვეთოს Eviation-ის 50 სრულად ელექტრო თვითმფრინავი Alice, რომელიც არის აშშ-ში დაფუძნებული ჩარტერული ავიაკომპანიის გეგმის ნაწილი, ადაპტირდეს ნახშირბადისგან თავისუფალ საავიაციო გადაწყვეტილებებთან. ავიაკომპანია, რომელმაც სამგზავრო ოპერაციები 2021 წელს დაიწყო, იმედოვნებს, რომ ელექტრო თვითმფრინავები გახსნიან ახალ მარშრუტებს მის მთავარ მზარდ ბაზრებზე ფლორიდის, ბაჰამის და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე. „ალისის თვითმფრინავი მოგვცემს საშუალებას შემოგთავაზოთ მდგრადი, რეგიონალური ფრენები ძირითადი ...

Read More »

ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ლუვრსა და ვერსალში ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ

პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობეში – ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში, ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ, – წერს Anadolu საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით. ლუვრში, რომელიც ადგილობრივი დროით 01:00 საათამდეა განათებული, ახლა 23:00 საათზე გაითიშება ელექტროენერგია. ვერსალის სასახლეში კი, 23:00 საათის ნაცვლად, ელექტროენერგიას 22:00 საათზე გამორთავენ. უკვე შეცვლილია პარიზის სიმბოლოს – ეიფელის კოშკის განათების საათებიც – 01:00 საათის ნაცვლად, კოშკზე განათებები 23:45 საათზე ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

მონიტორინგის მიზნით, ქართველი და გერმანელი წამყვანი მეცნიერები ენგურჰესზე საველე სამუშაოებს ატარებენ

მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანიბის გახანგრძლივების მონიტორინგის ფარგლებში, ენგურჰესზე საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები. საველე სამუშაოებს ქართველი და გერმანელი წამყვანი მეცნიერები ერთობლივად ახორციელებენ. მეცნიერების განცხადებით, ჩატარებული სეისმოლოგიური, გეოლოგიური და გეოდეზიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ 30 წლის შემდეგ ენგურჰესის ხანმედეგობა დასრულდება. უახლესი აპარატურით ჩატარებული საველე სამუშაოები კი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, თუ ...

Read More »

Ethereum ბლოკჩეინ ქსელის განახლებით ელექტროენერგიის 99%-ს ზოგავს

ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა. განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა. ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო. Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა. წყარო: gbc.ge

Read More »

კრისტინ ლაგარდი: მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება

 BBC-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კიდევ მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა, რომელიც ხუთშაბათს 75 პპ–ით 1,25%–მდე ასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურია. ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს ენერგიის მაღალ ფასებს. ”მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება, – თქვა მან. – მე არ შემიძლია დავარწმუნო  მსოფლიოს ...

Read More »

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის $68 მილიარდის მოცულობის სესხებს უზრუნველყოფს

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის სესხების უზრუნველყოფას გეგმავს იმ ფონდიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა. სახელმწიფო განვითარების ბანკ KfW-ის ზედამხედველობით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 67 მილიარდი ევრო ($67.9 მილიარდი) იქნება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ენერგიის მიწოდების შემცირების შემდგომ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრში მოექცა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ახალი გეგმის დამტკიცებას განიხილავს იმ ენერგოკომპანიების დასახმარებლად, ...

Read More »
საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

ენერგოკრიზისი პორტუგალიაში

პორტუგალიაში, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უკვე საგრძნობია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები. ენერგორესურსებზე მზარდი ფასების გამო უამრავი კომპანია რთული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანიები ახლა  პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ელოდებიან, თუმცა ეს ლოდინი ბევრს უკვე ძალიან ძვირი უჯდება. ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გამო, სხვა სექტორებთან ერთად,  კერამიკის სექტორიც ძლიერ დაზარალდა. ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც პორტუგალიაში ოპერირებს, გაზის გადასახადი თითქმის ...

Read More »