ენერგოეფექტურობა

Tesla-მ 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები აწარმოა

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ავტოკონცერნმა 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ავტომობილების წარმოება და მიწოდება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კომპანია წარმოების და მიწოდებს ასეთ ზრდას ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. კომპანიის მონაცემებით, Tesla-მ 180,570 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო ბაზრისათვის გასული წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა აღნიშნული რიცხვი მაინც ნაკლებია კომპანიის მილიარდერი მფლობელის ილონ მასკის გასული წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებასთან. ...

Read More »

“ჯეო ფერო მეტალის” პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა

„ჯეო ფერო მეტალის“ პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა, – ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის თითქმის 90%-იანი მატებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, ახლა წარმოება თავის გადარჩენას ცდილობს. „ჩვენთვის დენის ტარიფი დაახლოებით 92%-ით გაძვირდა. ჩვენი საწარმოს მუშაობა ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ტარიფის ზრდამ სრულიად სხვანაირი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებს ჩვენი პირადი სურვილით ვერ ვაკონტროლებთ. მსოფლიო ბაზარზე რაც ...

Read More »

2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა. უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო ...

Read More »

ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება, რომლებიც ამერიკაში იქნება წარმოებული. ამის შესახებ გამოცემა Techcrunch-ი წერს.  თუ ეს პირობა მან შეასრულა, ეს ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის სერიოზული წარმატების მომტანი იქნება. ცნობისთვის, ბაიდენმა პირობა ინიციატივა Made in America-ს ფარგლებში გასცა, რომელიც ამერიკულ ავტოინდუსტრიაში ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად. ბაიდენის პირობა მასშტაბურ შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს. ვინაიდან, ამერიკის მთავრობის ავტოპარკში, ...

Read More »

Twinning in Energy პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე ბავშვთა ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდა

ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებულ პროექტში – „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“, სემეკთან თანამშრომლობდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმი. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში: დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე. შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ. კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითი ...

Read More »

AUDI ელექტრომობილებს ჩინეთის უძველეს მწარმოებელ FAW-სთან ერთად შექმნის

Audi ჩინეთის უძველეს საავტომობილო მწარმოებელ FAW-სთან ითანამშრომლებს და ძვირადღირებულ ელექტროძრავებს შექმნის. FAW ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომობილების მწარმოებელია, მის სახელზეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის შექმნილი Hongqi და Red Flag ლიმუზინები. BBC-ი წერს, რომ ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად, სადაც Audi ელექტრომოდელებს შექმნის 4.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და 2024 წელს ჩინგის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩუნგჩუნში გაიხსნება. ”ეს გაღრმავებული პარტნიორობა Audi-სა და FAW-ს შორის ელექტროფიკაციის ახალ ეპოქას ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცმა ამბიციური პროექტი დაანონსა

საუდის არაბეთი ახალ ამბიციურ პროექტს აანონსებს – აშენდება 170 კმ სიგრძის მომავლის ქალაქი, რომელშიც არ იქნება არც მანქანები და არც გზები. მშენებლობის დაწყება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროდან დაიწყება და საუდის არაბეთის სიღრმეში შევა. მისი სიგრძე 170 კილომეტრი იქნება. ქალაქს სამი დონე ექნება. ორი მიწისქვეშა სუპერ ჩქაროსნული საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანებისთვის, ხოლო ზედა, მესამე დონე ...

Read More »

თურნავა განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის „იბიარდს“ მადლობას უხდის

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას. ვებინარი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. მინისტრის განცხადებით, საქართველომ, პანდემიის მიუხედავად, ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება განაგრძო. მან ხაზი გაუსვა ...

Read More »

ელექტრომობილების პირველი ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იტენება

ისრაელურმა კომპანიამ StoreDot შექმნა – პირველი ელექტრონული ავტომობილების ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება. ეს ნიშნავს, რომ მალე ავტომობილი იმ სისწრაფით დაიმუხტება, რა სისწრაფითაც ის საწვავით ივსება.     ლითიუმ-იონის ნიმუშები StoreDot-ის ჩინურმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Eve Energy აწარმოა.  StoreDot-ის განცხადებით, იმისათვის, რომ ბატარეა 5 წუთში სრულად დაიტენოს, არსებული დატენვის ინფრასტრუქტურა შეუფერებელია.  “ინდუსტრიისთვის ეს უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, სწრაფი დამუხტვა უფრო მოსახერხებელია და ის ...

Read More »

როგორია ცხოვრება იაპონიის ეკო-ქალაქში

დღესდღეობით პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ურბანიზაციას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას არც ისე კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ იაპონიაში დაიწყეს იმაზე ფიქრი ,თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქები, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე, ეკომეგობრული და ბუნებასთან შერწყმული იქნება. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანში ...

Read More »