ენერგოეფექტურობა

ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

რუსეთი ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

ძალიან მალე რუსეთი გამოუშვებს საკუთარი წარმოების ელექტრომობილებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული განვითარების და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე. “ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, მინდა გამოვყო ელექტრონული მანქანების საკუთარი ხაზის შექმნის პროექტი, მათ შორის წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების” – განაცხადა მან. როდის განხორციელდება ხსენებული პროექტი, ვინ ჩაერთვება ელექტრომობილების განვითარებასა და წარმოებაში და რამდენი მოდელის გამოშვება იგეგმება, რუსეთის პრემიერ მინისტრს ...

Read More »

ევროკავშირმა საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა

ევროკომისიამ ევროკავშირში საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა, 2030 წლისთვის განახლებული კლიმატის მიზნების მისაღწევად. კომისიამ ოთხშაბათს წარადგინა წინადადებების პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას და დამტკიცებას ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, ახალი მიზნის მისაღწევად, რომელიც 2030 წლისთვის ევროკავშირში ემისიების 55%-ით შემცირებაში მდგომარეობს. რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა ეს ზღვარი 40%-დან ასწია. ”ყველა მინიმალური ტარიფი განსაზღვრულია ევროში გიგაჯოულზე, რათა ადვილი იყოს პირდაპირი შედარება მეტად და ...

Read More »
Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების 50%-ს ელექტრონული მანქანები შეადგენს

გერმანული საავტომობილო ბრენდ „ფოლკსვაგენის“ გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გაყიდვების 50%-ს ელექტრონული ავტომობილები შეადგენს. ხოლო 2040 წლის ბოლომდე იგივე მაჩვენებელი 100%-ს მიუახლოვდება. ეს გეგმები „ფოლკსვაგენის“ მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის „კარბონნეიტრალურობის“ მიღწევის, ნაწილია. კომპანიამ 2021-2025 წლების განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიების განსავითარებლად 73 მილიარდი ევრო გამოყო, რაც კომპანიის მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენს. „ფოლკსვაგენის“ განცხადებით, შიდა წვის ძრავის ელექტრონული ბატარეით ჩასანაცვლებლად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები. 2030 ...

Read More »

ნახმარი ელემენტები

ელემენტების გადამუშავება აუცილებელია თუ გვინდა ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება! მილიარდობით ადამიანი გამოიყენებს ისეთი სახის მოწყობილობებს თუ ნივთებს, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ ენერგიის წყარო. ამ ელექტრონიკაში შედის მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები და ციფრული კამერები. აკუმულატორები ჩვენს სათამაშოებსა და გაჯეტებს აწვდიან ენერგიას, ქიმიური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნით. სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, ელემენტები უსაფრთხოდ უნდა განადგურდეს, მაგრამ მომხმარებლები ყოველწლიურად მილიონობით ელემენტს ნაგავში ყრიან. ერთი შეხედვით ელემენტების გადაგდება ...

Read More »

Nissan-ი და Envision-ი გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების წარმოების ჰაბს ქმნიან

Nissan-მა განაცხადა, რომ კომპანია Envision-თან ერთად დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების საწარმოო ჰაბის შესაქმნელად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს. Nissan-ი 423 მილიონ გირვანქა სტერლინგს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე სანდერლენდის ქარხანაში, ახალი სრულად ელექტრო ავტომობილის საწარმოებლად დახარჯავს, ხოლო Envision-ი 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას ბატარეის უჯრედების წარმოების გასაფართოებლად განახორციელებს. Envision-ი აპირებს შექმნას ბატარეის წარმოების ობიექტი, რომლის წლიური სიმძლავრე 9 გიგავატი-საათი იქნება, ახლანდელ 1,7 გიგავატ-საათთან შედარებით. როგორც ...

Read More »

წყალბადის ძრავზე მომუშავე ავიაცია – ეკოლოგიურად უკეთესი მომავლის პერსპექტივა

სულ რაღაც 10-15 წელიწადში ავიაცია შეიძლება გადავიდეს წყალბადის ენერგიაზე. პანდემიის დროს ფრენები შემცირდა და ატმოსფერო საგრძნობლად გასუფთავდა., რამაც დაგვანახა, თუ რა სარგებელს მოუტანდა კლიმატს, მასობრივი ავიაცია თუ გამწვანდებოდა. საწვავის უჯრედების და წყალბადის 2 ერთობლივი საწარმოს (FCH 2 JU) და Clean Sky 2– ის ერთობლივი საწარმოს (Clean Sky 2 JU) საერთო კვლევა აჩვენებს, რომ წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვას ავიაციაში აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ...

Read More »

ცირკულარული ეკონომიკა და პლასტმასის ნარჩენების მართვის ეროვნული პროგრამა საქართველოში

ცირკულარულ, იგივე წრიულ ეკონომიკას რესურსების გამოყენების ციკლურ პროცესად განმარტავენ, რომლის მთავარ მიზანსაც გადამუშავებული რესურსების ხელმეორედ, მრავალმხრივად და ეფექტიანად გამოყენება წარმოადგენს. თავის მხრივ, ის რესურსების მოხმარების მინიმიზაციას ისახავს მიზნად, რაც როგორც რესურსების სწრაფი ამოწურვის შენელების, აგრეთვე გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციას წარმოადგენს. ქვეყნები, რომლებიც გაცხადებულ მიზან-გეგმად მდგრად განვითარებას ისახავენ, აქტიურად მიმართავენ ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვას და მისი პრინციპების გატარებას მრავალ საქმიანობაში. ცირკულარული ...

Read More »

მცურავი მზის პანელების მსოფლიოში უმსხვილესი ფერმა სინგაპურში

სინგაპურში ამჟამად მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მცურავი მზის ფერმა, რომელსაც შეუძლია წელიწადში 4000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება რაც დაახლოებით ექვივალენტურია წელიწადში სათბური გაზების 900 – ზე მეტი სამგზავრო მანქანის გამონაბოლქვისა. მცურავი ფერმა განთავსებულია წყლის ზედაპირზე, ის მოიცავს 13,312 მზის პანელს. 5 მგვტ პიკიანი სისტემის ინსტალაცია სავარაუდოდ წელიწადში 6 მილიონი კილოვატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს თავის მხრივ ქვეყანას ხელს შეუწყობს ...

Read More »

წყალბადის VS ელექტრო მანქანა

როგორ მუშაობს წყალბადის და ელექტრო მანქანა წყალბადზე მომუშავე მანქანას აქვს წყალბადის ავზი, საიდანაც წყალბადი მიეწოდება საწვავის უჯრედს მაღალი წნევით, იქ იგი შეერწყმება ჟანგბადს. ეს ნაზავი იწყებს ელექტროქიმიურ რეაქციას, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ელექტროძრავისთვის ეს ნიშნავს, რომ წყალბადის მანქანებს აქვთ როგორც ელექტროძრავის მახასიათებლები (ელექტრო ენერგიისა და ძრავის გამოყენების გამო), ისე ჩვეულებრივი ბენზინის მანქანის (ავზის გამო). საწვავის უჯრედები წყალბადით აღჭურვილი მანქანების ძირითადი კომპონენტია. ...

Read More »

ხიდი, რომელიც ერთდროულად მზისა და ქარის ენერგიას გამოიმუშავებს

ეს საკონკურსო არქიტექტურული პროექტი წარმოადგინეს იტალიელმა ინჟინერებმა და დიზაინერებმა. მას ეწოდება “მზიანი ქარი”. ვინაიდან იტალიის სამხრეთი ნაწილი სავსეა სხვადასხვა ხიდებით, ეს პროექტები გათვლილია კონკრეტულად ამ რეგიონზე. მოცემულ ქარის ტურბინებს შეუძლია 36 მილიონი კილოვატი საათში წარმოქმნან ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, საგზაო ზოლში ასევე განლაგდება გამჭვირვალე მზის პანელები, რომლებიც დამატებით 112 მილიონ კილოვატ საათ ელ. ენერგიას გამოიმუშავებენ. ხიდებზე იქნება ავტომობილის გასაჩერებელი ...

Read More »