ეს საკონკურსო არქიტექტურული პროექტი წარმოადგინეს იტალიელმა ინჟინერებმა და დიზაინერებმა. მას ეწოდება “მზიანი ქარი”. ვინაიდან იტალიის სამხრეთი ნაწილი სავსეა სხვადასხვა ხიდებით, ეს პროექტები გათვლილია კონკრეტულად ამ რეგიონზე.
მოცემულ ქარის ტურბინებს შეუძლია 36 მილიონი კილოვატი საათში წარმოქმნან ერთი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, საგზაო ზოლში ასევე განლაგდება გამჭვირვალე მზის პანელები, რომლებიც დამატებით 112 მილიონ კილოვატ საათ ელ. ენერგიას გამოიმუშავებენ.
ხიდებზე იქნება ავტომობილის გასაჩერებელი ადგილებიც, რათა შესაძლებელი იყოს შეჩერება და ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერება.
ასევე იქნება დამონტაჟებული მწვანე სათბურები, რომლებთან სიახლოვესაც ფერმერული სავაჭრო კუთხეები განლაგდება.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მოწყობილობით წარმოქმნლი ელექტროენერგია მოამარაგებს რეგიონის 15,000 სახლს, და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს. ხოლო ტურისტებს მისცემს უნიკალურ საშუალებას დატკბნენ მწვანე პეიზაჟებით და შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა ფერმერული პროდუქტები.