ენერგოეფექტურობა

ევროპა ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგურების ეროვნული ქსელის შექმნას გეგმავს

Volvo Group, Daimler Trucks და Traton Group სავაჭრო მარკით Milence 2027 წლისთვის გეგმავენ ელექტრო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების დამუხტვის ეროვნული ქსელის შექმნან. ამის შესახებ eurotransport.de წერს. დამტენი სადგურების ქსელი გამოჩნდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება მანქანების დატენვის 1,7 ათასი პუნქტის დამონტაჟება. ამ მიზნებისთვის პირველადი დაფინანსება 500 მილიონი ევროს ოდენობითაა მოსალოდნელი. კომპანია Milence-ში ...

Read More »

ბერგამო ბუჩაში “თბილ წერტილებს” ააშენებს, სადაც ადგილობრივებს გათბობა შეეძლებათ

იტალიის ქალაქ ბერგამოს ხელისუფლება ბუჩაში “თბილი წერტილების” აშენებას დააფინანსებს, რომლებშიც მოსახლეობას გათბობის შესაძლებლობა ექნება. “თბილის წერტილები”  დახურული ტიპის ოთახებია, რომელთა გათბობა მოხდება. როგორც უკრაინაში იტალიის საელჩოში განმარტავენ, ასეთი 11 „პუნქტი“ იქნება და მათ მშენებლობას დააფინანსებს ბერგამოს მერია, CESVI საქველმოქმედო ფონდთან ერთად. CESVI უკვე 40 წელია, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ადგილობრივი კონფლიქტებით დაზარალებულებს ეხმარება.

Read More »

ევროკავშირს 2023 წელს გაზის დეფიციტის შესავსებად 100 მლრდ ევრო დასჭირდება – IEA

ევროკავშირის ქვეყნებს 2023 წელს შესაძლოა, 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დეფიციტი შეექმნათ, რომლის ლიკვიდაციისთვის დამატებით 100 მლრდ ევროს ინვესტიცეია იქნება საჭირო. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში არის ნათქვამი, სახელწოდებით, „როგორ უნდა იყოს აცილებული გაზის დეფიციტი ევროკავშირში 2023 წელს.“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინვესტიციის, დაახლოებით, ნახევარი საჭირო იქნება ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში კი შენობების მოდერნიზაციისთვის, 40% – განახლებადი ენერგიისთვის, ხოლო ...

Read More »

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის” გადასალახად 8,5 მილიონ ევროს გამოუყოფს

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის გადასალახად” ფინანსურად დაეხმარება და 8,5 მილიონ ევროს და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სურს დატოვოს უკრაინა სიბნელეში და სიცივეში, ჩეხეთი კი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გენერატორებით და ენერგო გათიშვის დროს, მიაწოდოს სკოლებს და საავამდყოფოებს ელექტროენერგია, რადგან სკოლებსა და საავადმყოფოებს სითბო და ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას 100-ზე მეტ ტრანსფორმატორს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 163 ერთეულ განახლებულ აღჭურვილობას გადასცემს ელექტრო ქვესადგურებისთვის. ეს ინფორმაცია 13 დეკემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვა დახმარებასთან ერთად ერთად, ესპანეთი უკრაინას გადასცემს 107 დენის ტრანსფორმატორს და 28 ძაბვის ტრანსფორმატორს, 26 ელვისებურ ტრანსფორმატორს, ელვისებურ დამცავ მოწყობილობას და ორ გამთიშავს, ელექტრომექანიკურ აღჭურვილობას, რომელიც სარემონტო სამუშაოებისთვის ელექტროსქემების მექანიკური იზოლაციის საშუალებას იძლევა. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ...

Read More »

შმიგალი: ზამთრის პერიოდის გასავლელად, უკრაინა $1 მილიარდის დახმარებას მიიღებს

უკრაინამ, საერთაშორისო პარტნიორებისგან ზამთრის პერიოდის გასავლელად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დახმარება მოიზიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ პარიზში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, “სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან” შედეგების შეჯამებისას განაცხადეს. შმიგალმა აღნიშნა, რომ ამ თანხის ნახევარი არის გრანტები, მეორე ნახევარი არის საქონელი, სესხები, რომელთა უმეტესობასაც უკრაინა წელს მიიღებს. მისი თქმით, კონფერენციის შედეგი არის საკმაოდ ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მ უკრაინას, $13 მილიონის ღირებულების ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. მედია, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, $13 მილიონია. ამასთან, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.

Read More »

GREDA ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ GREDA-ს წევრი შპს „დეკას“ შვილობილი კომპანია თელავისმუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 5.9 მგვტ სიმძლავრის ლოპოტა 1 ჰესის პროექტს ახორციელებს. პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესისრულად გაიარა, რის შედეგადაც 2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ამ მცირე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდებადეზინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში მშენებლობის მიმართ პროტესტის გასაღვივებლად. ზოგადადაც, ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეფერხების/შეჩერების მიზნითფაქტებით მანიპულირებისა ...

Read More »

ესტონეთმა უკრაინას გენერატორები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა. “ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის”, – წერს ის.

Read More »

აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, მათ შორის 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა. ტვირთი ოთხი სატვირთო მანქანით გაიგზავნა. დახმარების ჯამური წონა 52.2 ტონაა, ღირებულება კი 800 000 დოლარზე მეტია, ენერგეტიკული ტექნიკა Azerenergy-მ უზრუნველყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 17.5 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ...

Read More »