ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის ანგარიში მზად არის მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა სხვადასხვა აქტივობების, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან და კანონმდებლობასთან მისაახლოვებლად. მათ შორის, ევროკავშირის ისეთ სტანდარტებთან, როგორიცაა: ელექტროენერგიის ფასები, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტური შენობებისა და ელექტრომოწყობილობების ხელშეწყობა-წახალისება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ...
Read More »