ენერგოეფექტურობა

ევროპის უდიდესი ქალაქები უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებს და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ევროპის უდიდესი ქალაქები აპირებენ, რომ უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები გადასცენ. “იმედის გენერატორების” ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დარიო Eurocities-ის პრეზიდენტმა დარიო ნარდელამ წამოაყენეს. ის მიზნად ისახავს ენერგიით უზრუნველყოს უკრაინაში არსებული ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყალმომარაგების სადგურები, დახმარების ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ანძები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ინიციატორებს მადლობა გადაუხადა და თქვა, ...

Read More »

იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს

გადაუდებელი დახმარების ფარგლებში იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს. საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გააგრძელოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება დაახლოებით 2,57 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იაპონიის ხელისუფლება უკრაინას დახმარებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით განახორციელებს, საუბარია უკრაინის გენერატორებით და მზის ნათურებით უზრუნველყოფაზე. „რუსეთის ...

Read More »

COP27: გაეროს კლიმატის სამიტის მთავარი საკითხები და შეთანხმებები

ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიური სამიტი დასრულდა. შეხვედრებზე, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდებები იმ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელთაც კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში გარდამტეხი როლი აკისრიათ. გაეროს სამიტზე განსახილველ ძირითად თემებს 2022 წლის მთავარი საკითხებიც დაემატა, მათ შორის: უკრაინაში მიმდინარე ომი, გლობალური ინფლაცია, კორონავირუსის შედეგები და, რა თქმა უნდა, გლობალურად დაფიქსირებული კლიმატური კატასტროფების ...

Read More »

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს ისევ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ

უკრაინაში გრძელდება ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული დარტყმებით გამოწვეული ენერგოკრიზისი. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში ისევ იქნება ელექტროენერგიის ე.წ. გეგმური გათიშვა. კომპანიის განცხადებით, სარაკეტო დარტყმების 6 ტალღის შემდეგ, უკრაინის ენერგოსისტემა სრულად ჯერ კიდევ ვერ აღდგა და მთელი დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხანდელი ვიდეომიმართვისას უკრაინის მოქალაქეებს და ბიზნესს კიდევ ერთხელ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ. ზელენსკის ...

Read More »

უკრაინაში ენერგოკრიზისია

უკრაინაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უშუქოდ საათების განმავლობაში დარჩებიან და მიწოდების განრიგზე გადავლენ. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული მძიმე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებია უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე. ამჟამინდელი ინფორმაციით, თავდასხმების გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ზამთრის დადგომასთან ერთად, გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე. მოსახლეობის ამ ნაწილს ზამთრის გადასატანად კრიტიკულად აუცილებელი გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, სრულად, ან ნაწილობრივ არ მიეწოდება. “ყოველთვის უარესისთვს უნდა მოემზადო. გვესმის, რომ ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს. “უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის”, – წერს ის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს. “თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში”, – თქვა ...

Read More »

სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ. სულ უფრო მეტი მცხოვრები დგება რიგში დახმარების მისაღებად ხერსონში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად, ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ ...

Read More »

საფრანგეთმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს შეაჩერებენ

საფრანგეთი და ესპანეთი შეუერთდნენ დაპირებას, რომ 2035 წლისთვის, ადრე დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, შეაჩერებენ ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვებს, რაც არის ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მცდელობის ნაწილი. ამის შესახებ Reuters წერს. ქვეყნებმა თავიანთი პირობა ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში, COP27 კლიმატის მოლაპარაკებებზე დადეს, ნულოვანი ემისიის მანქანების დეკლარაციის (ZEVD) ახალ ხელმომწერთა ჯგუფს შორის, რომელიც გასულ წელს გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. ხელმომწერებმა, მათ ...

Read More »

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ გამართა ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრამ საშუალება მისცა ბაზრის მონაწილეებს გაცნობოდნენ იმ ორგანიზაციების მზადყოფნას, რომლებიც მართავენ კონკურენტულ და გამჭვირვალე ბაზრებს საქართველოში; ასევე, გაეზიარებინათ აუდიტორიისთვის მათი შეხედულებები და პრობლემები. საკოორდინაციო შეხვედრის მეშვეობით, პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიასა და ბაზრის ოპერატორებს მოახდინონ ბაზრის-წინარე ამოცანებისა და ფუნქციების იდენტიფიცირება და აღმოიფხვრან ბაზრის გახსნის ...

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას Укрэнерго-სთვის გადაუდებელი სესხის გადაცემას განიხილავს, რომელიც აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის. ამის შესახებ 17 ნოემბერს EBRD-ის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მისივე თქმით, ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს. Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება. პატრონემ აღნიშნა, რომ EBRD-ის მენეჯმენტმა Укрэнерго-სთვის გადაუდებელი საკრედიტო ხაზის ...

Read More »