2021 წლის 8 ივლისს ევროკომისიამ თავისი პროგრამის, EU4Energy ახალი ეტაპის — „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: პროგრამის, EU4Energy II ფაზის“ დაწყება აღნიშნა. პროგრამა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ენერგეტიკის სანდო საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების შემუშავებას ისახავს, რაც რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს. პროგრამა გაითვალისწინებს ისეთ ახალ გამოწვევებს და პერსპექტივებს, როგორიცაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ბაზრის ყველა სეგმენტში ციფრული გარდაქმნის ეტაპობრივი ჩართვა და ხარჯების ამსახველი ტარიფების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სარგებლიანი იქნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ჩადებას მდგრად ენერგეტიკაში, პრიორიტეტს მიანიჭებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააუმჯობესებს რეგიონული ბაზრის ინტეგრაციას და შიდარეგიონულ ვაჭრობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა დაინტერესების მიზნით, პროგრამა თავის საქმიანობასა და რეფორმებში მათ მონაწილეობას კონსულტაციების, განხილვების თუ კამპანიების მეშვეობით შეუწყობს ...
Read More »