ალტერნატიული ენერგია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია “ელგიმ” მზის პანელები დამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში,  მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს. პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის ...

Read More »

2026 წლისთვის აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წილი 24%-ს მიაღწევს

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროების წილი წარმოების სიმძლავრეში 2026 წლისთვის 24%-ს მიაღწევს. აზერბაიჯანული Report-ის ცნობით, ააღნიშნულის შესახებ ნათქვამია „აზერბაიჯანის 2022-2026 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში“, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ხსენებული 2030 წლისთვის 30%-ის (განახლებადი ენერგიის წყაროების წილის) მიღწევის მიზანს შეესაბამება.

Read More »

საქართველოში პირველად, სტუ განახლებადი ენერგიის სფეროში სპეციალისტებს გადაამზადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,  რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას მომავალი სასწავლო წლიდან  უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ინიცირებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორებმა განახლებადი ენერგიის მიმართულებით შემუშავებული გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ...

Read More »

ბაიდენის ადმინისტრაცია მზის ენერგიის შიდა წარმოებისთვის დაფინანსებას ზრდის

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანაში მზის ენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად $56 მილიონი მოცულობის დაფინანსება გამოიყოფა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუფთა ენერგიის სექტორის ჩინეთში დამზადებული საქონლისგან განთავისუფლება სურს. ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დაფინანსება კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების, მათ შორის სილიკონზე დაფუძნებული პროდუქციის ალტერნატივების განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის პროდუქტები უმეტესწილად აზიაში მზადდება და ბაზარზე კვლავ დომინანტობას ინარჩუნებს. დეპარტამენტი $27 მილიონს კადმიუმის ტელურიდისგან დამზადებული მზის პანელების ...

Read More »

“ბიოდიზელ ჯორჯია” ბიოდიზელის კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს

მეურეული მცენარეული ზეთისგან ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანია “ბიოდიზელ ჯორჯია” კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს. ახალი ქარხანა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული. როგორც კომპანიის დირექტორი, მურმან პატარაია “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, ახალი პროექტის განსახორციელებლად მზადება უკვე დაწყებულია. ცნობისთვის, ბიოდიზელ ჯორჯია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელიც ბიო საწვავს აწარმოებს. ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც ორგანული ნივთიერებებისგან მიიღება. მას წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისა და ...

Read More »

გერმანია წყალბადზე მომუშავე მატარებლების გამოყენებას იწყებს

Siemens Mobility ბერლინი-ბრანდენბურგის მეტროპოლიტენ რეგიონის სარკინიგზო ქსელისთვის წყალბადზე მომუშავე რამდენიმე მატარებლის აწყობას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალბადზე მომუშავე მატარებლების დამკვეთი Niederbarnimer Eisenbahn-ია. Siemens Mobility, Niederbarnimer Eisenbahn-ს ჯამში შვიდ Mireo Plus H მატარებელს 2024 წლის შემოდგომამდე მიაწვდის. ორვაგონიანი ტრანსპორტი საწვავის უჯრედებსა და ლითიუმის იონურ ბატარეებს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს შორის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ 10-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. Siemens Mobility-ის განცხადებით, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IEA: 2050 წლისთვის გლობალური ბირთვული ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს

რამდენიმე ქვეყანა წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 50-იანი წლებისთვის გეგმავს, რაც მეცნიერების განცხადებით, გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავრობები იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასაც ცდილობენ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშით, წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, 2050 წლისთვის ატომური ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს. არსებული 413 გიგავატიდან ბირთვული ენერგიის სიმძლავრემ 812 გიგავატს უნდა მიაღწიოს. ...

Read More »

ინოვაცია: მეცნიერებმა ბაქტერიებისგან განახლებადი საწვავი შექმნეს

ახლახან ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფმა თვითმფრინავის ალტერნატიული საწვავი შექმნა. რაც მთავარია, ეს streptomyces-ის გვარის, ნიადაგის ჩვეულებრივი ბაქტერიისგან. 1999 წელს ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (APA) გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ დედამიწის ნავთობის მარაგი 2062-დან 2094 წლამდე ამოიწურება. მეტიც, სტენფორდის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ნავთობი გაცილებით ადრე ამოიწურება, საუბარია 2054 წელზე. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც თვითმფრინავები არ დაფრინავენ, რაკეტები ვერ ტოვებენ დედამიწას, ...

Read More »

დელის აეროპორტი სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის

ენერგიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად განახლებად წყაროებზე გადასვლის შემდგომ, ინდოეთის დედაქალაქ დელის „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი“ სრულად ჰიდრო და მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი აეროპორტი გახდა. დელის აეროპორტის გადაწყვეტილება წელიწადში ენერგიის ემისიებს 2 მილიონი ტონა CO2-ით შეამცირებს, რაც 2030 წლამდე, აეროპორტის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აეროპორტის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 6%-ს ახლომდებარე მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს, რომლებიც სატვირთო ტერმინალების საჰაერო მხარესა და სახურავებზეა ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს

ახალი ანგარიშის თანახმად, თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე, სახურავებისა და საველე ტიპის პროექტებით, 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს. ქვეყნის მიერ დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე ამ ეტაპზე მხოლოდ 8.3 გიგავატს შეადგენს. მზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Anadolu Agency-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „ტერავატის ეპოქა“ მას შემდგომ დაიწყო, რაც მაისში, გლობალურად დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრემ 1 ტერავატს მიაღწია. გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ...

Read More »