ალტერნატიული ენერგია

არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

როგორია მზის ენერგიის განაწილება 2021 წელს ქვეყნების მიხედვით?

მსოფლიო განახლებადი ენერგიის წყაროებს წარმოუდგენელი სიჩქარით ითვისებს. განახლებად ენერგიებს შორის კი ყველაზე დიდი ადგილი მზის ენერგიას უკავია. 2020 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გლობალურად 4.5%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებმა საკმაოდ იმედის მომცემი პროგრესი განიცადა. განახლებადი ენერგიის წყაროები მეტ-ნაკლები პროპორციით ვითარდებოდა. თუმცა ამ მხრივ მზის ენერგიამ ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენა. მხოლოდ 2020 წელს 127 გიგავატის სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა ...

Read More »

სემეკში განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლეფში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო სამუშაო გეგმები. შეხვედრა გახსნა პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა. მან დადებითად შეაფასა სემეკში მე-4 დაძლობილების პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა ეფექტიან შედეგებზე, რომელიც უკვე გამოიკვეთა მხარეთა მუშაობის შედეგად. შეხვედრაში მონაწილეობენ პროექტის ლიდერები, ევროდელეგაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სემეკში, ...

Read More »

სინგაპური Airbus–სთან ერთად ავიაციაში წყალბადის გამოყენებას შეისწავლის

სინგაპურის ავიაციის მარეგულირებელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი Airbus-სთან თანამშრომლობით შეეცდებიან, შეისწავლონ წყალბადის პოტენციური გამოყენება თვითმფრინავების ოპერაციებში, როგორც ამას მდგრადი ავიაციის შესახებ გლობალური შეთანხმება ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს ალტერნატიული საავიაციო საწვავის ძიებას, წარმოებასა და მიწოდებას, ასევე ეკონომიკურ პირობებსა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას, რათა ხელი შეუწყოს ,,მწვანე ავიაციაზე“ გადასვლის პროცესს. პროექტის პირველი ეტაპი აეროპორტის ჰაბის ტექნიკურ–ეკონომიკურ შესწავლას და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოიცავს, რათა ...

Read More »

9 დეკემბერს თბილისი სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის ფორუმს უმასპინძლებს

9 დეკემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის ფორუმი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული report იუწყება. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგივე ღონისძიება  8  დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში,   ხოლო 6 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება. ფორუმზე ყურადღებას მწვანე ენერგიაზე გადასვლის სტრატეგიებზე გაამახვილებენ. დამსწრეებს საშუალება ექნებათ ამერიკული მწვანე ტექნოლოგიების მწარმოებლებს, კონტრაქტორებს, აშშ-ს ელჩებს, მთავრობისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Read More »

ბილ გეიტსის $4-მილიარდიანი ბირთვული რეაქტორი ვაიომინგში განთავსდება

ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა კომპანია TerraPower-მა განაცხადა, რომ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბირთვულ რეაქტორს ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში განათავსებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს ფედერალური მთავრობა 1.9 მილიარდი აშშ დოლარით აფინანსებს. აქედან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიმდინარე კვირაში ორი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტის ფარგლებში გამოიყოფა. როგორც ცნობილია, ბილ გეიტსის კომპანია ნატრიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ რეაქტორს ...

Read More »

ინოვაციური რეაქტორი ამიაკს მწვანე საწვავად აქცევს ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის

ბოლოდროინდელმა COP26-ის სამიტმა გლაზგოში გააძლიერა მსოფლიო ლიდერების შემარტება მომავალი წმინდა ნულოვანი ეკონომიკისადმი. რაც შეეხება საავიაციო და საზღვაო სფეროებს, სამწუხაროდ ყველაფერი ისე სწრაფად არ მიიწევს, როგორც საჭიროა ეკოლოგიური მიმართულებით, და ისინი განიხილება “ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროდ დეკარბონიზაციისთვის.” ამ შემთხვევაში ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ემყარება “ამიაკის და წყალბადის ერთობლივ პოტენციალს.” სპეციალისტების შეფასებით, ავიაცია და საზღვაო ტრანსპორტი პასუხისმგებელია გლობალური ნახშირბადის ემისიების 5%-ზე და ეს ...

Read More »

თურქეთი კიდევ ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისინი მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის მზადებას ძალიან მალე დაიწყებენ. ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგური Akkuyu სამხრეთ მერსინის პროვინციაში შენდება. მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების ფონზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ კვლევებს ვატარებთ, რათა დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა. „Akkuyu–ს ელექტროსადგური  ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2023 წელს შევა. Akkuyu–ს ატომური ელექტროსადგურის შემდეგ ჩვენ სწრაფად დავიწყებთ ჩვენი მეორე და მესამე ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ...

Read More »

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ოკეანეებსა და მდინარეებს იყენებენ

გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვების შემცირების ფონზე, ზოგიერთი კომპანია ამჯობინებს, შედარებით გამოუყენებელ, თუმცა ენერგიის უხვ წყაროზე, მოქცევის ტალღებზე ფოკუსირდეს. ატლანტის ოკეანის ორ სხვადასხვა მხარეს, ორი კომპანია ცდილობს, გამოიყენოს ტალღების ენერგია, რათა გამოიმუშავოს ელექტროენერგია. შოტლანდიის სანაპიროსთან კომპანია Orbital Marine Power, მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოქცევის ტურბინას ამუშავებს. ტურბინა დაახლოებით სამგზავრო თვითმფრინავის ზომისაა და, შეიძლება ითქვას, ფორმითაც ...

Read More »

გერმანია 4 სხვა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგია

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ატომური ენერგეტიკა წიაღისეული საწვავის გამოყენების საწინააღმდეგო ეფექტური იარაღია და იგი კლიმატური კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განიხილებოდეს. ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნების ნაწილის ასეთი პოზიციის გათვალისწინება და ატომური ელექტროსადგურების და ბირთვული ნარჩენების ...

Read More »

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ენერგორესურსების ფასების მატების ფონზე, ემანუელ მაკრონმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ბირთვული რეაქტორები საფრანგეთის ენერგოდამოუკიდებლობისა და 2050 წლისთვის „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის“ მიღწევის გარანტიაა. განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მშენებლობა ათწლეულების განმავლობაში პირველად განახლდება. ახალი რეაქტორები შეამცირებს საფრანგეთის ენერგოდამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე, ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის გეგმების მიღწევას და ქვეყანას ფასების გაკონტროლების საშუალებას ...

Read More »