9 დეკემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის ფორუმი გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული report იუწყება.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგივე ღონისძიება 8 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ხოლო 6 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება.
ფორუმზე ყურადღებას მწვანე ენერგიაზე გადასვლის სტრატეგიებზე გაამახვილებენ. დამსწრეებს საშუალება ექნებათ ამერიკული მწვანე ტექნოლოგიების მწარმოებლებს, კონტრაქტორებს, აშშ-ს ელჩებს, მთავრობისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.