Author Archives: energy

თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დაასრულა

ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრელური გაზსადენის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული მაგისტრალი მდინარე თერგის შენაკადის ღვარცოფული მოვლენის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა რებილიტაციის განხორციელება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს “სოკარ ჯორჯია გაზი”.

Read More »

Tesla-მ მეორე კვარტალში 201 250 მანქანა გამოუშვა

Tesla-მ მეორე კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით 201 250 მანქანა აწარმოა, რაც ელექტრონული მანქანების მწარმოებლის ახალი რეკორდია. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ფუძემდებელმა, ილონ მასკმა გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ანალიტიკოსები Tesla-სგან 204,160 ავტომობილის მიწოდებას ელოდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ საბოლოო რიცხვი შეიძლება 0,5%-ით ან მეტით განსხვავდებოდეს არსებული მონაცემებისგან.

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკა 10%-ით შემცირდება

Swiss Re Institute-ი გლობალურ ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ უახლეს კვლევას აქვეყნებს. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკის 10%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატური პრობლემების სავარაუდო გამწვავებისა და ტემპერატურის 3.2°С-ით მატების გამო, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 18%-მდეც კი გაიზარდოს. ამას გარდა, განხილულია მეტად პოზიტიური სცენარებიც. იმ შემთხვევაში, თუ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნამდე შემცირდება ტემპერატურის ზრდა, ...

Read More »

მცურავი მზის პანელების მსოფლიოში უმსხვილესი ფერმა სინგაპურში

სინგაპურში ამჟამად მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მცურავი მზის ფერმა, რომელსაც შეუძლია წელიწადში 4000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება რაც დაახლოებით ექვივალენტურია წელიწადში სათბური გაზების 900 – ზე მეტი სამგზავრო მანქანის გამონაბოლქვისა. მცურავი ფერმა განთავსებულია წყლის ზედაპირზე, ის მოიცავს 13,312 მზის პანელს. 5 მგვტ პიკიანი სისტემის ინსტალაცია სავარაუდოდ წელიწადში 6 მილიონი კილოვატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს თავის მხრივ ქვეყანას ხელს შეუწყობს ...

Read More »

რუსეთმა მ/წლის I ნახევარში 10,4%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში რუსული ნავთობის ექსპორტი 10.4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.282 მილიონ ტონამდე, ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. რუსეთი მონაწილეობს “OPEC +”-ის შეთანხმებაში ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მცირდება სხვა ქვეყნებში მიწოდებებიც. ამავდროულად, ივნისის თვეში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 3.5%-ით  18,868 მილიონ ტონამდე. იანვარ-ივნისის თვეებში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა 5,8%-ით 9,119 მილიონ ტონამდე. ივნისში ...

Read More »

საფრანგეთის სენატმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე რეფერენდუმი დაბლოკა

საფრანგეთის სენატმა დაბლოკა რეფერენდუმი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სენატის განცხადებაშია ნათქვამი. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება იყო. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლიმატურ საკითხზე სახელმწიფო გარანტია შესაძლოა, მომავალში შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ...

Read More »
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწისა და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, იროდიონ ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმისა და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: მიმდინარე წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 3,6%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნის 3.6%-ით ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ 2022-2024 წლების პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოთხოვნა 1,7%-ით გაიზრდება. IEA მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარიზის შეთანხმება, რომელსაც 190-ზე მეტმა ქვეყანამ  მოაწერა ხელი და რომლის მიზანიც გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე შემცირებაა,  საწვავის მოხმარების შეზღუდვას ითვალისწინებს, აღნიშნული არ შეამცირებს “ლურჯი საწვავის” გამოყენებას მოკლევადიან პერიოდში. ”თუ ქვეყნები ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

1-ლი ივლისიდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ღამისა და დღის ტარიფები დაწესდა

ბაქოში, 30 ივნისს გამართულ სატარიფო (ფასთა) საბჭოს მორიგ სხდომაზე, 2016 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული “ელექტროენერგიის შიდა ტარიფის რეგულირების შესახებ” გადაწყვეტილებაში შესწორება შევიდა. აღნიშნული შესწორების თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიზე 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი 08:00 საათიდან 22:00 საათამდე 7,3 აზერბაიჯანული კაპიკი ეღირება, ხოლო 22:00 საათიდან 08:00 საათამდე – 3,5 კაპიკი. გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან შევიდა.   ნინო სამადაშვილი

Read More »

SOCAR: კასპიის ზღვაში აფეთქება ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...

Read More »