Author Archives: energy

წლის ბოლომდე აზერბაიჯანში ყოველთვიურად გაიზრდება ნავთობის მოპოვება

OPEC +-ის მინისტრებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების აღდგენის თაობაზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ არსებული ხელშეკრულების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე. აზერბაიჯანმაც მხარი დაუჭირა ხსენებულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნულის თაობაზე, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. ნინო სამადაშვილი

Read More »

მსოფლიო ბანკმა 380 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის სუფთა ენერგიაზე გადასვლას

პროექტი ხელს შეუწყობს 1500 მგვტ სიმძლავრის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ახლი ობიექტების მშენებლობას, წაახალისებს კერძო ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წყაროებში და მხარს დაუჭერს დეკარბონიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა ელექტრო ქსელების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულია 380 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პროექტი. ელექტროენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და მდგრადობის ხელშემწყობი პროექტი უზრუნველყოფს უზბეკეთის ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის გაძვირებას ვერც მსოფლიოში და ვერც საქართველოში ვეღარაფერი აჩერებს

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორე მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში, საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასმა 33.5%-ით მოიმატა. დამაიმედებელ პროგნოზს კი ვერავინ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარი საგრძნობლად გამყარდა, ამან მსოფლიო ბაზრის გაძვირების ტენდენცია ვერ გადაფარა. ამ ერთი წლის განმავლობაში „რეგულარის“ ტიპის ბენზინის ფასი ...

Read More »

ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”. იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც ...

Read More »

საქართველოში ერთ წელიწადში ნავთობი 33.5%-ით გაძვირდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა. მართალია ბოლო თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მზარდი სტატისტიკის გამო, საქართველოში საწვავის ფასის კლება ან რეგულირება არ აღინიშნება. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს, ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ...

Read More »

ბიტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის 3,84%-ით შემცირდა. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 29 664 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანში აცხადებენ, რომ “OPEC +”- ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ არ გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას

ირანი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ნავთობზე მაღალი ფასები ნავთობის ექსპორტიორებს არ მოუტანს სარგებელს, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC +”-ის ახალი გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ისე იქნა მიღებული, რომ ეს მის ზრდას არ გამოიწვევს, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ. ”გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე მაღალი ფასები არ მოუტანს სარგებელს “OPEC +”-ს”, – თქვა მან. მისივე თქმით,  “OPEC +”-ის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ფასების ...

Read More »

ჩინეთი კრიპტო ინდუსტრიაზე შეტევას განაგრძობს

ჩინეთმა კრიპტო ინდუსტრიას მორიგი დარტმა მიაყენა. ანჰოის პროვინცია გახდა უკანასკნელი, რომელიც ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების გამომუშავებას აკრძალავს. პროვინცია კრიპტომოპოვების ყველა პროექტის დახურვას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო გეგმავს. ანჰუი, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს, ასევე შეაჩერებს ახალ პროექტებს, რომლებიც დიდ ენერგიას ან ენერგიის მოხმარებას მოითხოვს. ბოლოდროინდელი განვითარება, რომელიც ემატება ჩინეთში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების გრძელ ჩამონათვალს, უმსხვილესი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   19 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.62 (-  4.97 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.42  (- 5.39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ხერგიანის და პატარა ტბის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »