Author Archives: energy

OPEC+ ქვეყნები არ შეასრულებენ ვაშინგტონის მოთხოვნას ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს არ გაჰყოლოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას, გაეზარდათ ნავთობის მოპოვება კარტელის მონაწილეების მიერ დაგეგმილ დონეზე. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თეთრმა სახლმა მოუწოდა OPEC+-ს გაზარდოს ნავთობის მოპოვება. აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა აძლიერებს ინფლაციას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აუცილებელია მსოფლიო ნავთობის მოპოვების გაზრდა, რათა კონკურენცია საწვავის ფასების შემცირებას ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

თურქეთში მზის ენერგიის გამოყენება გაიზარდა, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია

მზის ენერგიის წილი თურქეთის მთლიან ელექტროენერგიის სიმძლავრეში ივლისის ბოლოსთვის 7.5%–მდე გაიზარდა, თუმცა ქვეყანას მზის ენერგიის ათვისების გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია. მიმდინარე წელს თურქეთმა მზის ენერგიის გამოყენებით დამატებით 658 მეგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავა და ქვეყნის მთლიანი მზის ენერგიის სიმძლავრემ 7,325 მეგავატი შეადგინა, რაც განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრის 14%–ია. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ელექტროენერგიის უმეტესობა განახლებადი ენერგიით იწარმოება. ივლისის ბოლოსთვის თურქეთის ელექტროენერგიის მთლიანი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანსპორტირება 41%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19 მილიარდ 809.5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია ტრანსპორტირებული. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლისანალოგიურ პერიოდს 11.1%-ით აღემატება. მაგისტრალური გაზსადენებით გადატუმბული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობაში 49,3% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის. საანგარიშო პერიოდში ხსენებული მილსადენით ტრანსპორტირებულია 9 მილიარდი 775.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40.8%-ით აღემატება.

Read More »

IKEA განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს

მსოფლიოში ავეჯის უმსხვილესი ბრენდი, IKEA საოჯახო მეურნეობებზე განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს, რასაც კომპანია სექტემბრიდან შვედეთის ბაზარზე დატესტავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. Ingka Group, რომელიც მსოფლიოში IKEA-ს მაღაზიების უმეტესი ნაწილის მფლობელია, აცხადებს, რომ ოჯახები შეძლებენ, შეიძინონ ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგია მზისა და ქარის პარკებიდან და მათ გამოყენებას აპლიკაციის საშუალებით თვალყური ადევნონ. Ingka Group-ის პარტნიორი Svea Solar-ია, რომელიც IKEA- სთვის მზის პანელებს აწარმოებს. Svea ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.23 (- 0.80)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.46 (- 1.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

19 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ბანძელაძის, აფაქიძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, გიორგი ...

Read More »

რა ახდენს გავლენას ნავთობის ფასების ფორმირებაზე?

პოსტ-საბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ბენზინის ფასი მატებას კვლავაც განაგრძობს, იმის მუხედავდ, თუ როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, ან ეროვნული ვალუტების ინფლაციის მაჩვენებელი. აღნიშნულ ქვეყენებში ბევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ მათთან იზრდება ბენზინის ფასი, როგორც ნავთობის ფასების ზრდის, ასევე მისი შემცირებითს შემთხვევაში და მოცემულ ფაქტს, უმეტესად არცთუ უსაფუძვლოდ, შიდა კორუფციულ გარიგებებს უკვშირებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ხსენებული არის თითქმის ყველგან ...

Read More »

ირანი უფრო ინტენსიურად აწარმოებს ურანის გამდიდრებას

ირანმა უფრო ინტენსიური გახადა ურანის თითქმის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრება, – აცხადებს გაეროს ატომური უწყება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 17 აგვისტოს, წევრი ქვეყნებისადმი გაგზავნილ ანგარიშში ამბობს, რომ ირანი ურანს ამდიდრებს 60 პროცენტამდე დონემდე, რისთვისაც იყენებს ნატანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი ცენტრიფუგების მეორე კასკადს. მაისში, ვენაში განთავსებული IAEA აცხადებდა, რომ ირანი მხოლოდ ერთ კასკადს იყენებდა ურანის 60 პროცენტამდე გასამდიდრებლად. იარაღისთვის საჭირო ...

Read More »
შუახევიჰესი - უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს

როგორ აძლიერებს ეკონომიკურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ახალი ჰესების პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის დაუწერელ კანონად იქცა. ხშირ შემთხვევაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს თან ახლავს გარკვეული სოციალური პროგრამა – ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტების ერთობლიობა. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, ამასთანავე ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უშლიან სოფლების ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

აზერბაიჯანში მზის ენერგიის წარმოება 16%-ზე მეტით გაიზარდა, ქარის კი – 11.8%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა მომსახურება გაუწია 1 მილიარდ 404.6 მილიონი მანათის ღირებულების ელექტროენერგიისა და ორთქლის წარმოებას, განაწილებასა და მიწოდებას. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხსენებულ სფეროში 2.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 10.7%-ით და შეადგინა 240 მილიონი მანათი. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა აწარმოა 14 მილიარდ 868,8 მილიონი ...

Read More »