Author Archives: energy

შესაძლოა ჰესების მშენებლობაზე კითხვები იყოს მაგრამ ჩვენ მეტი ენერგია გვჭირდება

შესაძლოა ჰესების მშენებლობაზე კითხვები იყოს მაგრამ ჩვენ მეტი ენერგია გვჭირდება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას ყურადღება ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. პრემიერის თქმით, ყველა პროექტი რომელიც ქვეყანაში ხორციელდება შესწავლილია და ის გარემოს არ აზარალებს. „მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში შესაძლოა იყოს კითხვები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მე მინდა განვუმარტო მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისთვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, გვესაჭიროება მეტი ენერგია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ავაშენოთ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი ჩქაროსნული გზა

პრემიერმინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის საქმიანობის შეფასებისას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან, 6 წლის თავზე 68 კილომეტრი გზა დაიგო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე კი 96 კილომეტრი გზაა დაგებული. „მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზების, ხიდების, საწარმოების და საცხოვრებელი სახლების აღდგანა და მშენებლობა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კილომეტრი გზა. ...

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

„თურქული ნაკადის“ მილსადენის პროექტის განხორციელების პერსპექტივა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა, რუსულ საბრძოლო თვითმფრინავთან დაკავშრებული ინციდენტის შემდეგ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ თურქულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო, პროექტის განხორციელების ყველა იმედი გაქრა. ამ ეტაპზე, არც თურქეთს და არც რუსეთს არ გამოუთქვამს მზადყოფნას განიხილოს ეს საკითხი. როგორც რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება, კრემლი არ აპირებს „თურქული ნაკადის“ ...

Read More »
სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს

სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს, – ამის შესახებ დღეს, სემეკში გამართულ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა. კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას დღეს 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი მოკლე ანგარიში წარუდგინა. ირინა მილორავას თქმით, კომისია გეგმავს 16 ტარიფის გადათვლას. საუბარია ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიების ტარიფის გადათვლაზე. კერძოდ, მილორავას განცხადებით, საქმე ეხება “სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და ...

Read More »
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი სამშენებლო მოედნად იქცა. ესტაკადის მშენებლობას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული “კავკასუს როუდ პროჯექტი” შეასრულებს, რისთვისაც კომპანია ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონ ლარს მიიღებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ვიდრე კომპანია ესტაკადის მშენებლობას დაიწყებს, არსებული გზის ნაგებობები უნდა დაშალოს, მათ შორის სპეციალური სანგრევი ჩაქუჩებით, რის გამოც პუშკინის ...

Read More »
ჩვენ მოვახერხებთ ელექტროენერგიის გატანას თურქეთში, თურქეთის გავლით კი ევროპულ ქვეყნებში

ჩვენ მოვახერხებთ ელ.ენერგიის გატანას თურქეთში, თურქეთის გავლით კი ევროპულ ქვეყნებში

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია რეალური შესაძლებლობა, რომ უახლოეს ხანში, ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. როგორც კახა კალაძემ საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიშს წარადგენისას განაცხადა, ჰდროელექტროსადგირების მშენებლობა, ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ელექტროეფექტური ღონისძიებების გატარება და რეზერვების შექმნა საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ნაწილია. მისი თქმით, მთავრობის მიზანია ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და დამატებითი სიმძლავრების შექმნა. „დღევანდელი შეხვედრა ემსახურება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით ...

Read More »
ბოლო სამ წელიწადში ენერგეტიკაში 521,658 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

ბოლო სამ წელიწადში ენერგეტიკაში 521,658 მილიონი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

ვიცე -პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში,  საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების, ასევე 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მოხსენება გააკეთა. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი იქნა ასევე, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის, თანაინვესტირების ფონდის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საბანკო სექტორის, საქართველოში მოქმედი ინვესტორი ...

Read More »
რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტით ირანს გაუსწრო

რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტით ირანს გაუსწრო

რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი აზიის ქვეყნებში წელს თითქმის მეოთხედით გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. წელს პირველი 11 თვის მონაცემებით, დღის განმავლობაში რუსეთიდან აზიაში 1,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 პროცენტით მეტია. შედეგად, რუსული ნავთობის წილი აზიის ბაზარზე 7,3 პროცენტამდე გაიზარდა. ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4,7 პროცენტს შეადგენდა. ყველაზე დიდი რაოდენობის ...

Read More »
სემეკმა შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" დააჯარიმა

სემეკმა შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაა. კერძოდ, მოქალაქე ა.ელიაშვილმა მიმართა შპს “სოკარ ჯორჯია გაზს” აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით. საპასუხოდ, კომპანიამ მოითხოვა ბინის ძველი მესაკუთრის დავალიანების გადახდა და ამ მოთხოვნის შესრულებამდე უარი განაცხადა ახალი მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე. ასევე, კომპანიამ ...

Read More »
ილია ელოშვილი: სადაც ინვესტორებს პრობლემა გაუჩნდებათ ყოველთვის მათ გვერდით ვართ

ილია ელოშვილი: სადაც ინვესტორებს პრობლემა გაუჩნდებათ ყოველთვის მათ გვერდით ვართ

ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან ენერგეტიკის სამინისტრომ, FDI -სთან დაკავშირებით მითი სამუდამოდ უნდა გავფანტოთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია “კოკა კოლის’’ გაყიდვები არ არის. შეხედავ და იტყვი, თუ კარგი მარკეტინგია, ესე იგი, ჭრილში გაიზარდა, თუ არა და – შემცირდა. გთხოვთ დაგვისახელოთ ძირითადი ფაქტორები, რითაც როგორც ხელისუფლება დარგის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობთ? არის სამი ძირითადი ფაქტორი, თუ რით ვუწყობთ ხელს ენერგეტიკის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ...

Read More »