Author Archives: energy

მაია მელიქიძე UNESCAP-ის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

სემეკის წევრი და ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკისა და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. მაია მელიქიძემ ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის და ისაუბრა ამ კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოს საგზაო რუკა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG7) მისაღწევად. მაია მელიქიძემ სემეკის სახელით გამოხატა მზადყოფნა, შესაბამის ...

Read More »

ნავთობი ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ელექტომობილების ბაზრის მიუხედავად, 2020 წლის მიწურულს მსოფლიო კვლავ ნავთობზე დამოკიდებული რჩება. მის ფასს ჩვეულებრივ მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე კი პოლიტიკა ახდენს მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ გავლენას. ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი  $100-ს ბოლოს 2014 წელს ჩამოსცდა. იმავე ტრენდს გაჰყვა ამერიკული მსუბუქი ნავთობიც, რომელიც 2020 წელს მინუსშიც კი გავიდა. 2016 წლის ვარდნის შემდეგ, როდესაც შავი ოქროს საშუალო წლიურმა ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

„პანდემიამ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 11.2%-ით შეამცირა“

2020 წლის იანვარ-ნოემბერში COVID-19 პანდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შეამცირა. ამის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მოხმარება წლიურად 11.2%-ით არის შემცირებული. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება შესაძლოა, აიხსნას – შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნით და თითქმის განულებული ტურიზმით. ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წლის 11 თვეში რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ...

Read More »

თურნავა: წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია

„წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მისი თქმით, წიაღის სექტორის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის ...

Read More »
ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები, რომელთა მშენებლობა საქართველოში იგეგმება

საქართველოში ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა

2020 წლის 11 თვეში საქართველოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 7%-ით შემცირდა. ეს კლება IDFI-ის თანახმად, ცუდი წყალმოდინებით, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნის სიმცირით იყო განპირობებული. ამასთან, შემცირება განაგრძო ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ელექტროენერგიამ და მან წლევანდელი გამომუშავების 25% შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. “ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, ...

Read More »

ნავთობის გიგანტები მილიარდობით ზარალს განიცდიან

კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) ახალი პანდემიის ფონზე, მსოფლიოს 14 უმსხვილესი ნავთობკომპანიის მთლიანი შემოსავლები 2020 წლის მესამე კვარტალში 36 პროცენტით  შემცირდა  (დაახლოებით 150 მილიარდი დოლარით) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 271,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების გამო ეკონომიკური აქტივობის შესუსტებამ  მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის მოხმარება მსოფლიოში. გლობალური ნავთობის მოთხოვნის შემცირებამ ფასები აპრილში 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მიიყვანა. 1 ბარელი ...

Read More »

თურნავა: მოვუწოდებთ “ნამახვანის” ინვესტორს, შევიდეს მოსახლეობასთან უფრო ღრმა კომუნიკაციაში

არლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ის ნამახვანჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელ კომპანია “ENKA Renewables-ს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად გასცა, ხოლო თავად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. “კონკრეტულად ნახამვანჰესზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის 1.5 მილიარდი კილოვატის წლიური გამომუშავების სადგური, რომელიც 800 მილიონი დოლარის ...

Read More »

რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ პეტიციას 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი

რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ მოთხოვნებს 10 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს – სწორედ ამდენი ხელმომწერი შეუერთდა ჰესების წინააღმდეგ მიმართულ პეტიციას: “გადავარჩინოთ რიონი”, – ინფორმაციას პეტიციის ავტორები, რაჭაში ონის ჰესების კასკადისა და ლეჩხუში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები ავრცელებენ. ისინი გეგმავენ, აღნიშნული ხელმოწერები და მოთხოვნები წარუდგინონ პეტიციის ადრესატებს, რომლებიც არიან: საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა

21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის“ წარმოადგენს ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის ...

Read More »

თურნავა – ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს მწვანე ენერგეტიკა

„ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში უდგას და ამ საკითხის უდიერად მოხსენიება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დასმულ შეკითხვას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დასვა სწორი და კორექტული შეკითხვა ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და ...

Read More »