Author Archives: energy

დეკემბერში “ოპეკი +”-ის შეთანხმება 100%-ით შესრულდა

დეკემბერში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება რუსეთმა 93%-ით შეასრულა ნოემბრის 96%-ის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში. მთლიანობაში შეთანხმება “ოპეკი +”-ის  ქვეყნებმა შეასრულეს 100%-ით წინა თვის 101%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, ოპეკის ქვეყნებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 105%–ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნებმა – 93%–ით. IEA ვარაუდობს, რომ 2020 წელს ნავთობის მსოფლიო მიწოდების რეკორდული დაცემის შემდეგ – 6.6 მილიონი ბარელით/დღეში, ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა რუსეთს გაუსწრო და ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და პირველად ამ მაჩვენებლით რუსეთს გაუსწრო. Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა 2020 წელს ჩინეთს 84,92 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, რაც 1.9%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანამაც გაზარდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი 7.6%-ით 83,57 მილიონ  ტონამდე. მესამე ადგილზე  ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობის მიხედვით  ერაყია – 60,12 მლნ ტონა.

Read More »

AUDI ელექტრომობილებს ჩინეთის უძველეს მწარმოებელ FAW-სთან ერთად შექმნის

Audi ჩინეთის უძველეს საავტომობილო მწარმოებელ FAW-სთან ითანამშრომლებს და ძვირადღირებულ ელექტროძრავებს შექმნის. FAW ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომობილების მწარმოებელია, მის სახელზეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის შექმნილი Hongqi და Red Flag ლიმუზინები. BBC-ი წერს, რომ ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად, სადაც Audi ელექტრომოდელებს შექმნის 4.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და 2024 წელს ჩინგის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩუნგჩუნში გაიხსნება. ”ეს გაღრმავებული პარტნიორობა Audi-სა და FAW-ს შორის ელექტროფიკაციის ახალ ეპოქას ...

Read More »

„საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად”

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. „ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის სახელმწიფოებრივი მიდგომისა და ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამავდროულად, ბოლო გადაწყვეტილება, ასევე, ემსახურება ქვეყნის ...

Read More »

ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა

ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 11 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაზე წნეხი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ალექსეი ნავალნი დააპატიმრა.  BBC წერს, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაც მოუწოდებს. “ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, კრიტიკულად გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგალითად როგორიცაა NordStream 2-ი, რომლის სამშენებლო ...

Read More »

სიმულაციური ვაჭრობა და მზადება ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის

ენერგეტიკულ ბირჟაზე მეოთხე სატესტო ვაჭრობა დასრულებულია. სიმულაციური ვაჭრობის სცენარში მონაწილეობა დაახლოებით 40-მდე კომპანიამ მიიღო. როგორც ენერგეტიკულ ბირჟაზე განმარტავენ, კერძო სექტორის მხრიდან პლატფორმით დაინტერესება მაღალია და კომპანიები, რომლებიც სატესტო რეჟიმის ფარგლებში ბირჟაზე ვაჭრობენ, ბაზრის დაახლოებით 90%-ს ფარავენ. ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ეს 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. მანამდე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა კარგად აითვისონ პლატფორმაზე მუშაობის ტექნიკა, იქნება ...

Read More »

სემეკ-ის ვებგვერდზე სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, სემეკ-მა უარის თქმის პლატფორმა აამოქმედა. სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მომხმარებლებს გადაწყვეტილების დაფიქსირება ვებგვერდზე შეუძლიათ. „სხვა მოქმედ სუბსიდირების პროგრამებთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, 2021 წლის ...

Read More »

აშშ კვლავ ლიდერობს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მიხედვით

ნოემბრის თვის შედეგებით ნავთობის მოპოვების მხრივ მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ამის ადასტურებს JODI- ს (ნავთობის სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივა) მონაცემები. კერძოდ, ნოემბრის თვეში შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა 10,93 მილიონი ბარელი/დღეში, თვის განმავლობაში წარმოება გაიზარდა 511 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ანუ 4,9%-ით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,31 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 73 ათასი ბარელით ანუ 0,8% -ით მეტია. საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ ნოემბრის თვეში ...

Read More »

მერკელი Nord Stream2-ზე ბაიდენთან საუბრისთვის მზადაა

ანგელა მერკელი მზადაა მოსკოვთან ენერგეტიკული კავშირები აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან განიხილოს: „ჩვენ უნდა განვიხილოთ, გაზის სექტორში რომელი ეკონომიკური ურთიერთობებია მისაღები რუსეთთან და რომელი არა“. თუმცა, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან დაკავშირებული სადავო გაზსადენის მხარდაჭერა: „ჩემი პოზიცია Nord Stream 2-თან დაკავშირებით არ შეცვლილა”. კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ სანქციები მიუღებელია იმ პირობებში, როცა აშშ ენერგეტიკულ საკითხებში თავადაც თანამშრომლობს რუსეთთან.  Nord Stream2 ერთ-ერთია ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცმა ამბიციური პროექტი დაანონსა

საუდის არაბეთი ახალ ამბიციურ პროექტს აანონსებს – აშენდება 170 კმ სიგრძის მომავლის ქალაქი, რომელშიც არ იქნება არც მანქანები და არც გზები. მშენებლობის დაწყება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროდან დაიწყება და საუდის არაბეთის სიღრმეში შევა. მისი სიგრძე 170 კილომეტრი იქნება. ქალაქს სამი დონე ექნება. ორი მიწისქვეშა სუპერ ჩქაროსნული საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანებისთვის, ხოლო ზედა, მესამე დონე ...

Read More »