დეკემბერში “ოპეკი +”-ის შეთანხმება 100%-ით შესრულდა

დეკემბერში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება რუსეთმა 93%-ით შეასრულა ნოემბრის 96%-ის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში.

მთლიანობაში შეთანხმება “ოპეკი +”-ის  ქვეყნებმა შეასრულეს 100%-ით წინა თვის 101%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, ოპეკის ქვეყნებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 105%–ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნებმა – 93%–ით.

IEA ვარაუდობს, რომ 2020 წელს ნავთობის მსოფლიო მიწოდების რეკორდული დაცემის შემდეგ – 6.6 მილიონი ბარელით/დღეში, მიწოდება მიმდინარე წელს უნდა გაიზარდოს 1 მილიონ ბარელზე მეტად, ამასთან “ოპეკი +” ამ ზრდის მთავარი წამყვანი იქნება.

”არსებობს ასევე ზრდის შედარებით მაღალი ტემპის შესაძლებლობა, თუ გავითვალისწინებთ 2021 წლის მეორე ნახევარში მოთხოვნილების შემდგომი გაუმჯობესების მოლოდინს. დეკემბრის თვეში 92.8 მლნ ბარელის ოდენობის შენარჩუნების შემდეგ, მიმდინარე წელს მსოფლიო მიწოდება იზრდება  იანვრის თვეში  “ოპეკი+”–ის მხრიდან მიწოდების ზრდის მეშვეობით”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

Leave a Reply