Author Archives: energy

ბაიდენი აპირებს აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ნავთობჭაბურღილების ბურღვის შეზღუდვას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს აპირებს გამოაცხადოს მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ბურღვის აკრძალვისთვის, იუწყება გაზეთი New York Times. გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ბაიდენი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც დაავალებს  ფედერალურ უწყებას შემოსაღები აკრძალვის მასშტაბების განსაზღვრას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ბურღვის აკრძალვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. ...

Read More »

თურნავა: სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროცესი ამ დღეებში დასრულდა. „მოხერხდა ამ დღეებში, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოვიდა გაკოტრების რეჟიმიდან. წლებია უკვე ეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა და ახლა ის სრულფასოვანი საწარმო იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭირვალე და მიმზიდველოი კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და თავადვე დააფინანსოს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ...

Read More »

ელენერგია 90%-ით გაგვიძვირდა – ფეროშენადნობთა მწარმობელები ეკონომიკის მინისტრს მიმართავენ

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმობელთა ასოციაცია ეკონომიკის მინისტრს წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მცირე და საშუალო საწარმოები ელექტროენერგიის ტარიფის 90%-ით გაძვირებაზე და ამის გამო წარმოების შეჩერების საფრთხეებზე საუბრობენ. “მოგახსენებთ, რომ “მანგანუმის მომპოვებელთა, ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და ტრეიდერთა ასოციაცია” წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ დარგის უმსხვილეს და წამყვან 12 კომპანიას. კომპანიები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის რაოდენობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასოციაციაში ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთთან ერთიან ენერგოსისტემაზე უარის თქმას გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ საჭიროა უკარაინამ უარი განაცხადოს რუსეთთან და ბელორუსთან გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაზე და შეუერთდეს ევროპულ სისტემას. ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვეთიშოთ ბელორუსისა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემას და შევუერთდეთ ევროპულ სისტემას. აღნიშნული იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ნორმალური ბაზარი, სადაც არ არის მონოპოლისტების თვითნებობა, სადაც ნორმალური გამჭვირვალე ფასია ...

Read More »

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს – პირველი ელექტროსისტემა იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. „კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს ...

Read More »

საქართველოს მალე პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ექნება

პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად საქართველოში სპეციალური პროგრამა შეიქმნება. დოკუმენტი გამოკვეთავს მიზნებსა და ქმედებებს, რომლებიც პლასტმასის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული გამოწვევების დასაძლევად იქნება მიმართული. ეროვნული პროგრამის შექმნა ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით არის განსაზღვრული. ეროვნული პროგრამა გაითვალისწინებს პლასტმასის პროდუქტების როგორც წარმოების, ასევე მოხმარების პროცესს და დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები. დოკუმენტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან ...

Read More »

ილჰამ ალიევმა SOCAR-ის სამართავად სამეთვალყურეო საბჭო შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას გამოცემა TASS.RU აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის” ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მედია კლუბის“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა და კონკურენციას ბაზრებზე;  ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებსა და ახალ ბაზარზე ტარიფების დადგენის პრინციპებს.   ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა  და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები. ტრენინგები დაიწყება თებერვალში. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით https://gnerc.org/ge/saregistratsio-forma. ...

Read More »

თებერვლის თვეში ერაყი ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს

ერაყი გეგმავს თებერვლის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებას, რათა მოახდინოს გასულ წელს “ოპეკი +”-ის კვოტების დარღვევის კომპენსირება. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ნედლი ნავთობის გაყიდვას. ოპეკის სიდიდით მეორე მწარმოებელი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს დღეში დაახლოებით 3,6 მილიონი ბარელის გატარებას. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება 2015 წლის დასაწყისიდან. სააგენტო Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დეკემბერში ნავთობის გატარების საშუალო დღიურმა ოდენობამ შეადგინა 3.85 ...

Read More »

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის ...

Read More »