Author Archives: energy

„თელასი“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცლებს. კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა. როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე ...

Read More »

“რომპეტროლ საქართველოს” ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს

“რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. გიორგი აიოზბამ  გენერალური დირექტორის პოსტზე ზამანბეკ მირზაიანოვი ჩაანაცვლა. კომპანიაში ცვლილება მენეჯმენტის გეგმიურ როტაციას უკავშირდება. გიორგი აიოზბას ნავთობისა და გაზის ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „რომპეტროლ საქართველოს“ გუნდს ის 2020 წელს შეუერთდა და აღნიშნული პოსტის დაკავებამდე „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. „ახალი პოზიცია ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ესაა დიდი პასუხისმგებლობა როგორც სახელმწოფოს, ისე თითოეული ...

Read More »

“რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში”

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით” – განაცხადა ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა “დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სსე: საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობაზე პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს რომ კომპანიაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობს. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, რომელიც იკვლევს კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას.საგამოძიებო ქმედებების დაწყების საფუძველს თავად სსე-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმართვა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, სსე არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და, ...

Read More »

რიონის წყლისა და ქართული საბადოების მოპარვას არავინ გეგმავს – თურქეთის ელჩი

ნამახვანიჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თურქ პოტენციურ ინვესტორებს უკვე არაერთი კითხვა აქვთ. ისინი საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმან სერენ იაზგანს მიმართავენ. დიპლომატის განცხადებით, ის ინვესტორებს არწმუნებს, რომ არსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოა. „ინვესტორები უკვე არაერთ კითხვას მისვამენ. მე კი მათ დარწმუნებას ვცდილობ და ვეუბნები, რომ იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც მოდიოდა საქართველოდან, აქ არის ძალიან ...

Read More »

“მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განაცხადებით, ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონის მიღებითაა განპირობებული. „მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგეტიკის ნაწილში ბაზრის ეტაპობრივ გახსნას, როცა მსხვილი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე და სწორედ თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ ელექტოენერგიას. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქციაა კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღება, ...

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »

„ენერგეტიკული ბირჟა ბაზარზე სამართლიანი და გამჭვირვალე ფასების ფორმირებას უზრუნველყოფს“ – ანდრია გვიდიანი

„ენერგეტიკული  ბირჟის ამოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პოლიტიკაში, რასაც ჰქვია კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა. საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება ერთი მხრივ სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო მეორე ...

Read More »

„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. „ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი ...

Read More »

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში ელექტრომობილების მზარდი პოპულარობა ისევ ძალაში რჩება. ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით, სრულად ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყივდვებმა პირველ კვარტალში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 15% შეადგინა. პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. 2020 წელს ევროპამ გადააჭარბა ჩინეთს, როგორც ელექტრომობილების უდიდეს ბაზარს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში უზარმაზარი სუბსიდირების და ასევე Volkswagen-ის და Stellantis-ის ახალი შეთავაზებების ფონზე, რეგიონი, სავარაუდოდ, ...

Read More »