სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სსე: საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობაზე პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს რომ კომპანიაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობს.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, რომელიც იკვლევს კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას.
საგამოძიებო ქმედებების დაწყების საფუძველს თავად სსე-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმართვა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, სსე არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, თავად სსე-ის ინტერესებში შედის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მომართა სსე-ს შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ მყისიერად გამოიცა შიდა ბრძანება, განისაზღვრა მოთხოვნილი მასალის შეგროვებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტების პროკურატურისთვის სრულად გადაცემა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც გამჭვირვალე, სახელმწიფო ინტერესებზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, მზად არის ყველა სამართლებრივი ხერხი გამოიყენოს, რათა არ შეფერხდეს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა და დაცული იქნას ქვეყნის ენერგოსტაბილურობა და მდგრადობა.

Leave a Reply