Author Archives: energy

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მგადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიკატი მიიღო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გადამცემი სისტემის ოპერატორად იქნა სერტიფიცირებული. სერტიფიკაციის პროცესი ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით განხოციელდა. სერტიფიცირება განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ზედამხედველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იქნება. შემდგომ ეტაპზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა განახორციელოს ...

Read More »
TANAP-ის გაზსადენი შეიძლება იყოს კოზირი, ანკარის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პროცესში

TAP-ით გაზის ტრანზიტი 42%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში ტრანს-ადრიატიკის მილსადენმა (TAP) 42% -ით მეტი გაზი გადაიტანა, ვიდრე მარტში. ამის შესახებ აღნიშნულია TAP-ის კონსორციუმის ანგარიშში. ხელშეკრულების მოცულობამ აპრილში შეადგინა 6,477 გიგავატ / სთ (ბუნებრივი გაზის ენერგიის ექვივალენტი) დღეში, მარტში კი ის 4,565 გიგავატ / საათი იყო დღეში. აპრილში, აზერბაიჯანიდან ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) საშუალებით მომარაგება აზერბაიჯანიდან 77% -ით გაიზარდა. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოის შესასვლელი პუნქტიდან ყოველდღიურად 26 მილიონ კუბურ მეტრამდე მიწოდება ხდება. გაზის ...

Read More »

ეთერიუმის ფასის $10 000-მდე ზრდას ვარაუდობენ

კრიპტოვალუტის ენთუზიასტები ეთერიუმისთვის სამიზნე ფასებს ზრდიან. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ზრდა ბიტკოინის რეკოდულ ზრდას მოჰყვა. გასული წლის განმავლობაში ეთერიუმი დაახლოებით 1500%-ით გაიზარდა. სამშაბათს ციფრული მონეტის ფასმა ახალ რეკორდს $3,455-ს მიაღწია. კრიპტოს მომხრეები ამტკიცებენ, რომ ინვესტორები, მიუხედავად სექტორში სტიმულირების მანიის გაფრთხილებებისა, ახლა ბიტკოინის მიღმა ეძებენ ციფრულ ვალუტებს, რაც ეთერიუმს და სხვა ციფრულ მონეტებს ეხმარება. ”ბაზარი აცნობიერებს, თუ რამდენად მცირედ დაფასებულია ეთერიუმი მისი ...

Read More »

საჰიბა გაფაროვა: აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არა მარტო მეზობლები, არამედ მეგობრებიც არიან და ეს მეგობრობა ჩვენს ერებს შორის საუკუნეებს ითვლის. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები – აზერბაიჯანი და საქართველო – მეზობლები არიან. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის  5 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.96 (+  0,08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.63 (- 0,06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძებნის ფარგლებში გუმათჰესის და რიონიჰესის საგუბარები დაიცლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გუმათჰესისა და რიონჰესის საგუბარებს წყლისგან დაცლიან. 10 აპრილს, სოფელ ნამოხვანში, დემონსტრანტების ბანაკის სიახლოვეს, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ. „მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ-ის ევრობონდებს გამოუშვებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ-ი ლარის ევრობონდებს განათავსებს. როგორც ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მსოფლიო ბანკის ტენდერში კომპანია „გალთ ენდ თაგარტმა“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზაციის შეფასება. უჩა უჩანეიშვილის განცხადებით, კომპანია წლის ბოლომდე შეძლებს ევრობონდების გამოშვებას, რომელიც ლარში იქნება ნომინირებული. „მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ ბონდების გამოშვება. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის შეფასება, აღნიშნულ ტენდერში კი გაიმარჯვა „გალთ ...

Read More »
გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

2026 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს – 51%-ს. კოვიდპანდემიის 2020 წელს მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 12%-ით გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 8%-ს შეადგენდა. BCG-ში პროგნზირებენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშიროჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ატმოსფეროს დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა – გამოსავალი განახლებად ენერგიაშია

პანდემიასა და პლანეტარული მასშტაბის ლოკდაუნს გასულ წელს არც გლობალური დათბობა და არც გარემოს დაბინძურება შეუჩერებია. მართალია 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, მაგრამ ატმოსფეროში CO2-ის წილი მაინც გაიზარდა და 1 მლნ-დან 417 ნაწილაკს გადააჭარბა. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა ყინულით დაიფარებოდა, თუმცა მის ზრდას მეორე უკიდურესობისკენ – გადახურებისკენ მივყავართ. შორს აღარ არის დრო, ...

Read More »

საქართველოში არსებული ჰესები არაეფექტურად მუშაობს?

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჰესებთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ჰესებთან დაკავშირებულ დისკუსიაში ხშირად ვხვდებით მცდარი ფაქტებით მანიპულირებას. მსგავსი ინფორმაცია აძლიერებს ნეგატიურ განწყობას ჰესებთან (და კონკრეტულად ნამახვანჰესთან) დაკავშირებით, ამცირებს დიალოგის და კომპრომისების შესაძლებლობას და ნერგავს უნდობლობას და გახლეჩას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, დისკუსიაში ჩართულმა მხარეებმა გამოიყენონ სწორი ფაქტები. მოსაზრება: საქართველოში არსებული ჰესები არაეფექტურად მუშაობს ...

Read More »