“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჰესებთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჰესებთან დაკავშირებულ დისკუსიაში ხშირად ვხვდებით მცდარი ფაქტებით მანიპულირებას. მსგავსი ინფორმაცია აძლიერებს ნეგატიურ განწყობას ჰესებთან (და კონკრეტულად ნამახვანჰესთან) დაკავშირებით, ამცირებს დიალოგის და კომპრომისების შესაძლებლობას და ნერგავს უნდობლობას და გახლეჩას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, დისკუსიაში ჩართულმა მხარეებმა გამოიყენონ სწორი ფაქტები.
მოსაზრება: საქართველოში არსებული ჰესები არაეფექტურად მუშაობს და ვერ გადიან საპროექტო გამომუშავებაზე – არ შეესაბამება სიმართლეს.
არსებული საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 2016-2019 წლებში ჰიდროელექტროსადგურების საპროექტო გამომუშავების დაახლოებით 83% იყო. აღნიშნული მაჩვენებელი, გარდა მცირე ნალექიანობისა, გამოწვეული იყო კონკრეტული ობიექტური მიზეზებით, მათ შორის ენგურჰესის არაოპტიმალური მუშაობით, რაც გამოწვეულია აფხაზეთთან ურთიერთობის პრობლემებით. უფრო დეტალური განმარტება შეიძლება იხილოთ ჩვენს პოსტში.