ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძებნის ფარგლებში გუმათჰესის და რიონიჰესის საგუბარები დაიცლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გუმათჰესისა და რიონჰესის საგუბარებს წყლისგან დაცლიან.

10 აპრილს, სოფელ ნამოხვანში, დემონსტრანტების ბანაკის სიახლოვეს, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ.

„მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები,“ — ამბობს უწყება.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩნონ – „აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“.

Leave a Reply