Author Archives: energy

ალი ასადოვი: “TAP-ის რეალიზებით ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით”

“გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ბაქოში შეხვედრისას აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ისტორიული პროექტები, რომლებსაც ქვეყნები ერთობლივად ახორცილებენ. “ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს ...

Read More »

“ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება”

ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აქციებში უკვე ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და დღევანდელ შეხვედრას ცაგერსა და ამბროლაურში “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აორგანიზებს.“გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ...

Read More »

აშშ-ს უდიდეს მილსადენზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის უდიდეს მილსადენს Colonial-ს ჰაკერები  მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. Collonial-მა, საფრთხის იდენტიფიცირების შემედეგ სისტემა ონლაინიდან გამორთო, თუმცა ჰაკერების ჯგუმფმა, რომელიც DarkSide-ის სახელით არის ცნობილი 100 გეგაბაიტის ოდენობის მონაცემების მოპარვა მაინც შეძლო. Colonial-ის გადაწყვეტილება, პარასკევს გვიან ღამით  მილსადენის დახურვის შესახებ, რომელიც ბენზინის, დიზელისა და რეაქტიული საწვავის მთავარ წყაროს წარმოადგენს აღმოსავლეთ სანაპიროსთვის, იმის თქმის გარეშე, თუ როდის გაიხსნება მილსადენი, ახალ სახიფათო ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა

„ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი“, – ამის შესახებ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, აქაც, როგორც საზოგადოდ ყველა ბიზნესში,  განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. „ბაზარიკიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის ...

Read More »

გიორგი თავდგირიძე, ინჟინერი: ჩვენი გუნდის წარმატებას განსაზღვრავს ღირებულებები რაც გვაერთიანებს

გიორგი თავდგირიძე პროფესიით ელექტრო ინჟინერია, უკვე 10 წელია ენერგეტიკის სექტორში მუშაობს. ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს –  დედაც და მამაც ინჟინრები არიან. ამბობს, რომ ენერგეტიკის სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მოჰყვება, იმ დროიდან, როცა ყოველდღიურად უყურებდა ჰესს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.  საბოლოოდ ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.  გიორგი დღეს ოპერირების ინჟინერია და შუახევი ჰესის პროექტში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. “ენერგეტიკის სფეროს ინტერესი ბავშვობიდან მომყვება. ქედის რაიონში, ...

Read More »

დავით ნარმანია: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი

ენერგეტიკული სექტორის სწორად და სწრაფად განვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარგში ბევრი სიახლე და იმავდროულად  ბევრი გამოწვევაა დაგროვებული. მათ შესახებ „ბანკები და ფინანსები“ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეს – როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, მარეგულირებელი კომისიის მიერ რეგულირებად ყველა სფეროში ტარიფები გაიზარდა. ძირითადად რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული გაძვირება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  7 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.28 (+  0.19) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.90 (+ 0.19)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დე ფაქტო აფხაზეთიდან 2,160 მლნ დოლარის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები გაიტანეს

დე ფაქტო აფხაზეთიდან კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტის მოცულობამ 160 მლნ რუბლს გადააჭარბა (დაახლოებით 2,160 მლნ დოლარი). ამის შესახებ Sputnik abkhazia-სთან საუბრისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ასიდა კვიცინიამ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთიდან მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 20 467 ერთეული მოწყობილობაა ექსპორტირებული, ჯამში 160 მლნ რუბლზე მეტი ღირებულების. აფხაზეთში ...

Read More »

“ენკას” დირექტორი: რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს”, – ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ასე ეხმაურება კომპანია “ენკას” დირექტორი მერაბ ლომინაძე მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხეობაში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ლომინაძეს მიაჩნია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო მობილიზაციისთვის პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ. “ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს წინასწარ არც ...

Read More »

გოლეთიანი: კაშხლის მშენებლობის პროცესი გრძელდება

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. როგორც გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქ-ლაივის დროს აღნიშნა, ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ეუბნება, რომ მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ გაგრძელდება. “როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზირება და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და ...

Read More »