Author Archives: energy

გოლეთიანი: ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან და გიზს სავალ ნაწილს გადაკეტავენ. “ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა”, – ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

Read More »

შუახევი ჰესთან დაკავშირებით “აჭარისწყალი ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

გავეცანით გასული დღეების მანძილზე შუახევი ჰესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მცდარ ფაქტებს და მოსაზრებებს ეფუძნება და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.  შუახევი ჰესის განვითარების პირველი დღიდან, ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, გამჭირვალეობის უზრუნველყოფა და მუდმივი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ ეს ხედვა ჰქონდა შუახევი ჰესის განვითრების პირველივე დღიდან და ეს მიდგომა მომავალშიც ...

Read More »

„ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიცაა „ენკა“, მსხვილი პროექტის კვლევა არ აქვს გაკეთებული“

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი. „ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ...

Read More »
ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

მასკი: ბიტკოინის ენერგიის პრობლემის გადაჭრა აუდიტს შეუძლია

Tesla-ს დირექტორმა ელონ მასკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის აუდიტი, რომელსაც ბიტკოინის მსხვილი მაინერები იყენებენ, კრიპტოვალუტის გარემოზე ზემოქმედების პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს. ”ენერგიის ბოლოდროინდელი მოხმარების ექსტრემალური ზრდა ასე სწრაფად ვერ განხორციელდებოდა განახლებადი ენერგიის წყაროებით”, – თქვა მასკმა Ark Investment-ის კვლევის დირექტორის ბრეტ უინტონის ტვიტის პასუხად იმის შესახებ, თუ რა პოტენციალი აქვს ბიტკოინის მოპოვებას მზისა და ბატარეული სისტემების ფართოდ გამოსაყენებლად. მასკმა ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

შტორმების შედეგად დიდ ბრიტანეთში წარმოებული ენერგიის მოცულობაში ქარის სადგურების წილი 62,5%-მდე გაიზარდა

ძლიერმა შტორმულმა ქარებმა, რომელიც დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს, ქარის ტურბინებით წარმოებული ელექტროენერგის ახალი რეკორდის დამყარებას შეუწყო ხელი ნაციონალური ქსელების წინასწარი მონაცემებით, პარასკევი დღის პირველ საათებში ქარის ენერგიის წილი გენერაციის მთლიან სტრუქტურაში თითქმის 2/3-მდე გაიზარდა. 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად ბრიტანეთის მთელი ენერგიის 62,5% მოდიოდა, რაც შარშან, აგვისტოში, ქარიშხალ ელენი და ფრენსისის დროს დამყარებულ რეკორდს ...

Read More »

რა სარგებელს მოუტანს “ნამოხვანჰესის” პროექტი რიონის ხეობას – “ენკას” დირექტორი

“ნამოხვანჰესის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რის განხორციელებასაც კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით გეგმავს. მერაბ ლომინაძის განმარტებით, კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აპირებს პროექტებისა და სფეროების განვითარების ხელშეწყობას. “ნამახვანჰესის პროექტი ხეობას მრავალ სიკეთეს მოუტანს, პირველ ყოვლისა, საგანმანათლებლო პროექტებში ჩავერთვებით. დღეიდანვე ჩვენ განვახორციელებთ სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იმისათვის, რომ სამწლინახევრის, ოთხი წლის მერე, როდესაც ჰესი დაიწყებს ფუნქციონირებას, ...

Read More »

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს კრიპტო-ვალუტის რეგულირება სურს

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის – ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა კრიპტო-ვალუტებზე წნეხი გაზარდა. მან თქვა, რომ ისინი ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მიანიშნა, რომ შესაძლოა სულ უფრო პოპულარული ელექტრონული ვალუტის რეგულაციების შემოღება გახდეს საჭირო. იმავდროულად, ხაზინის დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა მდიდარმა პირებმა მეტწილად არარეგულირებული სექტორი, გადასახადების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენონ და განაცხადა, რომ სურს კრიპტო-აქტივების გაცვლა-გადაცემის შესახებ ხელისუფლებას ...

Read More »

“საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით”

საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. „ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ არის. ეს საქმეს ნამდვილად არ წაადგება. არ ვიცი, ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია. ფაქტი ერთია, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სანამ ...

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

“ოპეკი +”-ის შეხვედრა 31 მაისს გადაიდო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “ოპეკი +”-ის ქვეყნების ტექნიკური სამონიტორინგო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, მინისტრების მონიტორინგისა და “ოპეკი +”-ის მინისტრთა კონფერენციის წინა დღეს. თავდაპირველად, ტექნიკური მონიტორინგის შეხვედრა დაგეგმილი იყო 25 მაისს.  “ოპეკი +”-ის ტექნიკურ კომიტეტში შედიან ექსპერტები ხელშეკრულებაში მონაწილე რვა ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებიდან. ექსპერტები იკრიბებიან ყოველ თვე ვიდეო-კონფერენციის ფორმატში და ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშს მინისტრთა კოლეგიისთვის სანავთობო ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე. ანგარიშში, როგორც წესი, წარმოდგენილია ...

Read More »

„ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება”

„მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილების შეფასების პროცესს, ამ პროცესში წარმოდგენილ ყველა ...

Read More »