Author Archives: energy

ენკა: სამუშაოები არ შეჩერებულა, არ ვაპირებთ ნამოხვანჰესის პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას

ნამოხვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკა აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არ აპირებენ პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას. „სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ენკამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: მზად ვართ ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მზად ვართ ...

Read More »

აზერბაიჯანმა OPEC + გარიგება მაისის თვეში 102.9% -ით შეასრულა

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ   586 ათასი ბარელი დღე/ღამეში შეადგინა, ხოლო აპრილის თვეში 594 ათასი  ბარელი დღე/დღამეში, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “2021 წლის მაისში აზერბაიჯანში კონდენსატით ნავთობის დღიურმა მოპოვებამ   674 ათასი ბარელი შეადგინა, საიდანაც 586 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვებაზე მოდის, ხოლო 88 ათასი ბარელი კონდენსატზე. აზერბაიჯანმა მაისში შეამცირა ნავთობის მოპოვება 132 ათასი ბარელით დღეში 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით “, ...

Read More »
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

რამოდენიმე უბანს ბუნებრივი აირი 3 დღით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც პოზიტიური მოლოდინი არსებობს. „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ...

Read More »

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან. შეხვედრას ესწრებიან სამინისტროების წარმომადგენლებიც. მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი

ოპეკმა უცვლელი დატოვა  2021 წელს ნავთობზე  გლობალური მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი – ივარაუდება მისი გაზრდა 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში  96,58 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. ორგანიზაციის ივნისის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აღინიშნება, რომ მაისის თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0.63 მილიონი ბარელით აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით  და შეადგინა 93.67 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. ამავდროულად, ნავთობის მოპოვება ოპეკის ქვეყნებში გაიზარდა 0.39 მილიონი ბარელით OPEC + – ის ფარგლებში შეზღუდვების ...

Read More »

ლონდონის მეტრო მალე სრულად განახლებადი ენერგიით იმუშავებს

განახლებადი ენერგია სამყაროს მთავარი ტრენდია და შორს არ არის ის მომავალი, როცა ის პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლებს სხვა წყაროებს. დიდი ქვეყნები ცდილობენ, რომ ენერგეტიკულ პროგრესს არ ჩამორჩნენ, მათ შორის არის ქალაქი ლონდონიც. რომელმაც დაანონსა, რომ 2030 წლისთვის ქალაქის ცნობილი სარკინიგზო ქსელი სრულად განახლებადი ენერგიით მომარაგდება. ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებულ ენერგიას აჭარბებს. British Business Energy- ს ...

Read More »

“12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. „ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ბათუმის ტერმინალის გახსნისას. მინისტრის თანახმად, მედიაციაში ყველა მხარე იქნება ჩართული. „სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, ...

Read More »

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ – აფბა

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ...

Read More »