ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი

ოპეკმა უცვლელი დატოვა  2021 წელს ნავთობზე  გლობალური მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი – ივარაუდება მისი გაზრდა 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში  96,58 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. ორგანიზაციის ივნისის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

აღინიშნება, რომ მაისის თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0.63 მილიონი ბარელით აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით  და შეადგინა 93.67 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. ამავდროულად, ნავთობის მოპოვება ოპეკის ქვეყნებში გაიზარდა 0.39 მილიონი ბარელით OPEC + – ის ფარგლებში შეზღუდვების შესუსტების ფონზე და მიაღწია 25.46 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში.

“ოპეკი +”-ის შეთანხმების წევრების მიერ შესრულების საერთო დონემ შეადგინა 125%. ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს საუდის არაბეთმა (143%), ნიგერიამ (150%), ანგოლამ (183%) და კონგომ (133%), ყველაზე დაბალი – გაბონმა (მხოლოდ 33%).

ნავთობის წარმოება ოპეკში არ შემავალ ქვეყნებში გაიზარდა  0.24 მილიონი ბარელით თვიურ გამოხატულებაში  68.21 მილიონ ბარელამდე/ დღე-ღამეში.

2021 წელს ოპეკში არშემავალ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გაიზარდა 130 ათასი ბარელით/დღე-ღამეში, ახლა ივარაუდება მაჩვენებლის გაზრდა 0.84 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 63,73 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ორგანიზაციის შეფასების თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება კანადა, ნორვეგია, ჩინეთი, ბრაზილია.

Leave a Reply