აზერბაიჯანმა OPEC + გარიგება მაისის თვეში 102.9% -ით შეასრულა

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ   586 ათასი ბარელი დღე/ღამეში შეადგინა, ხოლო აპრილის თვეში 594 ათასი  ბარელი დღე/დღამეში, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

“2021 წლის მაისში აზერბაიჯანში კონდენსატით ნავთობის დღიურმა მოპოვებამ   674 ათასი ბარელი

შეადგინა, საიდანაც 586 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვებაზე მოდის, ხოლო 88 ათასი ბარელი კონდენსატზე. აზერბაიჯანმა მაისში შეამცირა ნავთობის მოპოვება 132 ათასი ბარელით დღეში 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით “, – აღნიშნეს დეპარტამენტში.

2021 წლის მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვების კვოტამ შეადგინა 603 ათასი

ბარელი დღე/ღამეში. ამრიგად, აზერბაიჯანმა შეასრულა ნავთობის მოპოვების ვალდებულებები OPEC + – ის გარიგების ფარგლებში მაისის თვეში 102.9% -ით.

როგორც ცნობილია, ოპეკისა და ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა, 2020 წლის 12 აპრილს  ვიდეო კონფერენციის დროს, დაამტკიცეს შეთანხმება ნავთობის ყოველდღიური

მოპოვების  სამ ეტაპად შემცირებაზე  2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის აპრილამდე. შეთანხმებების ფარგლებში, აზერბაიჯანმა პირობა დადო, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან შეამცირებს ნავთობის მოპოვებას კონდენსატის გამოკლებით, ე.ი. 718 ათასი ბარელი დღე/ღამეში ნიშნიდან.

2021 წლის 1 აპრილს მინისტრთა მე -15 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში

ნავთობის ყოველდღიური მოპოვება  მაისში უნდა დარჩეს 603 ათასი ბარელი დღე / ღამეში, ივნისში – 610 ათასი ბარელი დღე / ღამეში, ივლისში – 620 ათასი ბარელი დღე / ღამეში.

Leave a Reply