Author Archives: energy

ნიდერლანდებში წყალბადის ბირჟის შექმნა იგეგმება

ნიდერლანდებში, სადაც მსოფლიოს ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი მდებარეობს, შესაძლოა წყალბადის ბირჟა შეიქმნას. პროექტის სახელწოდებაა HyXchange. ექსპერტის დასკვნების თანახმად, წყალბადის ბირჟის პრაქტიკული ორგანიზება მოითხოვს სერტიფიცირებას,  ბაზრის შექმნას (სიმულაციის დასაწყისში), ფასების ინდექსს და მოცულობების დაბალანსებისა და წყალბადის შენახვის მექანიზმების შექმნას. წყალბადის ფასების ინდექსში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი წარმოების მეთოდი და მიღწეული CO2–ის ემისიის შემცირების ხარისხი. წყალბადის გლობალური ბაზარი შეიძლება 2040 ...

Read More »
Fitch-ი ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგზე კონკურენტის შიშს არ იზიარებს

FITCH RATINGS ნავთობის კიდევ გაძვირებას პროგნოზირებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ნავთობის საპროგნოზო ფასების გაზარდა. გავლენიანი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2021 წელს Brent ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 63 დოლარი/ბარელზე, მაშინ როდესაც მარტის თვეში პროგნოზი საშუალო ფასი 58 დოლარზე იყო ნავარაუდევი. 2022 წლის პროგნოზი გაზრდილ იქნა 53 დოლარიდან 55 დოლარამდე/ბარელზე. შეფასება 2023 წლისათვის უცვლელი დარჩა და კვლავ არის 53 დოლარის ოდენობით/ბარელზე. რაც შეეხება დასავლეთ ტეხასურ ნავთობს: 2021 წლის ...

Read More »
უკრაინა

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანში უკრაინის საელჩომ განაცხადა. შეხვედრას უძღვებოდნენ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკო და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კამალ აბასოვი. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივი თანამშრომლობის დონეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსექტორში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს. განისაზღვრა შემდგომი სამოქმედო გეგმებიც. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ნავთობის ტრანსპორტირების სფეროში ურთიერთთანამშროლობის გაგრძელების ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს

ზაფხულის სეზონზე, როცა კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების და ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვა. სს ენერგო-პრო ჯორჯია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, ...

Read More »

მაისში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს ოკუპირებულმა რეგიონმა 222.041 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წლის მაისში კი 167.622 მლნ კვტ.სთ. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2552.4 მლნ კვტ.სთ ენერგია მოიხმარა, რაც 24%-ით მეტია ...

Read More »

მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინზე გადასვლაში დახმარებაზე

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, დახმარება აღმოუჩინონ სალვადორის მთავრობას, მაგრამ კრიპტოვალუტის გამოყენება სახელმწიფო დონეზე არ არის ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს ბიტკოინის არასაკმარისი გამჭვირვალობისა და ეკოლოგიურობის ნაკლებობის გამო. 16 ივნისს, სალვადორის ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ზელაიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან ტექნიკური დახმარება მოითხოვა, რათა ბიტკოინი გამოიყენონ, როგორც იურიდიული საშუალება აშშ დოლართან ერთად. ზელაიას აზრით, საერთაშორისო სავალუტო ...

Read More »
Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

BLOCK ENERGY რუსთავის ჭაბურღილზე მუშაობას ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დაიწყებს

“ბლოკ ენერჯი“ და „ბეიკერ ჰიუზი“ საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განთავსებაზე შეთანხმდნენ. ტექნოლოგიები გაზისა და ნავთობის მოპოვებაში, ასევე გეოთერმული პროექტის შეფასებაში იქნება გამოყენებული. „ბლოკ ენერჯი“ საქართველოში 5 სალიცენზიო ბლოკზე ოპერირებს და ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე მუშაობს, „ბეიკერ ჰიუზი“ კი გლობალური ენერგეტიკული ტექნოლოგიური კომპანიაა. მხარეებმა მემორნადუმს ხელი უკვე მოაწერეს, რომლის თანახმდაც „ბეიკერ ჰიუზი“ „ბლოკ ენერჯის“ ბურღვით ოპერაციებში დაეხმარება. პროექტის განხორციელება დასავლეთ რუსთავის WR-BA ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ ლიბიაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება

”ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ დაკავშირებული TANAP და TAP გაზსადენების პროექტებით. ხსენებული პროექტების მიღმა, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ TANAP–სა და TAP–ის პროექტებზე ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან, იგივენაირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ლიბიაშიც.” – აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება თურქული ტელეარხი NTV. თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირება დაიწყო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 1 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 1,419 მლნ ტონა, რაც 0,6%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მოპოვება შემცირებულია “OPEC +”-ის ხელშეკრულების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეჩერო სამმართველოს მონაცემებში. ”2021 წლის 1-14 ივნისის პერიოდში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ ...

Read More »