Author Archives: energy

აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხის გარშემო პრობლემები არ არის აღქმული სათანადოდ  და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ კაპანაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პრობლემა ის გამოწვევაა, რომელთან მართებულად გამკლავებაზეც დიდწილად დგას საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივა. „ბაზრის ახალი მოდელის წარმატების მისაღწევად ...

Read More »

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაჰმუდ ვაეზის განცხადებით, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ ირანის წინააღმდეგ ათასზე მეტ სანქციას მოხსნის. სანქციების მოხსნა ასევე შეეხება სადაზღვევო სფეროს, ბანკებს და ზღვაოსნობას. თეირანში აცხადებენ, რომ ასევე მოიხსნება რამდენიმე პერსონალური სანქცია, მათ შორის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით, ავსტრიის დედაქალაქში ირანს და საერთაშორისო ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გასამყარებლად, ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6.2¢/კვტსთ) ხშირად იმპორტირებული ელექტრონერგიის ღირებულებას ადარებენ რითაც ცდილობენ გააკეთონ დასკვნა სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. აღნიშნული მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს ელექტრონერგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ძირეულად და პრინციპულად მცდარია.  რამდენიმე მიზეზით: ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ და გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6.2¢/კვტსთ  იმოქმედებს შემდგომი 15 წელი, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ...

Read More »

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   23 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,19 (+  0,38) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08 (+ 0,02)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 24 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ალეკო გობრონიძის, ილია ვეკუას, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

“ბალტიის გაზსადენის” მშენებლობა შეამცირებს პოლონეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას

დანიის გარემოს დაცვის სააგენტომ სატრანსპორტო სისტემის ოპერატორ Energinet-ს აცნობა, რომ შეუძლია განაახლოს “ბალტიის მილსადენის” პროექტზე სამშენებლო სამუშაოები დანიის 210 კილომეტრიანი მონაკვეთის გარკვეულ უბნებზე. Energinet ფიქრობს, რომ პროექტი შესაძლოა სამი თვით გადაიდოს, მაგრამ 2022 წლის ოქტომბრისთვის კომპანიას შეეძლება მიაღწიოს დაგეგმილი სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო მისი სრულად მიღწევა 2022 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდები. 2021 წლის 31 მაისს, დანიის გარემოსა და სურსათის უვნებლობის დაცვის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

ენერგეტიკული კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი  განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა  და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – 3.9 ცენტი, ღამის საათებში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”, 2021 წლის   22 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.81 (-  0,09) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.66 (-  0,60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთი ბანკებსა და საგადახადო კომპანიებს ციფრული ვალუტის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) რამდენიმე მსხვილ ბანკს და საგადახდო კომპანიას, კრიპტოვალუტების ვაჭრობის შესახებ, ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, – გადაწყვეტილება სიჩუანის პროვინციაში Bitcoin-ის მოპოვების ოპერაციების შეჩერებას უკავშირდება. BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი აცხადებს, რომ იგი მიჰყვება PBOC-ს მითითებებს და სათანადო ყურადღებას აქცევს კრიპტოვალუტის მოპოვებისა და გარიგებების უკანონო ქმედებების აღმოფხვრას. ჩინეთის მობილური და ონლაინ გადახდების პლატფორმა Alipay, რომელიც ...

Read More »

საბერძნეთი და ეგვიპტე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიც ენერგეტიკა და უსაფრთხოებაა. შეთანხმება ორშაბათს, 21 ივნისს, კაიროში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა სისის შორის შედგა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და საბერძნეთს, კვიპროსსა და ეგვიპტეს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მიცოტაკისმა ენერგეტიკისა და გარემოს შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე გააკეთა აქცენტი და მას უწოდა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ...

Read More »