ერაყში, ელექტროსადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ინფორმაციას Reuters-ი Nasheer News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ სამარაში მდებარე „სალაჰ ალ-დინის“ ელექტროსადგური „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რამაც გენერატორის ბლოკები სერიოზულად დააზიანა.
Read More »